მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა და ინსტიტუცია ჩამოყალიბდა ერთგვარ მნიშვნელოვან კერად - ვახტანგ შურღაია

news image
mbc image

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა და ინსტიტუცია ჩამოყალიბდა ერთგვარ მნიშვნელოვან კერად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე წელია, სტატისტიკა ფაქტობრივად ერთი და იმავეს აჩვენებს. ყველა წინა პერიოდთან შედარებით, განაცხადების რაოდენობა გაზრდილია, ფაქტობრივად, ორმაგდება ხოლმე.

ეს მიუთითებს, ერთის მხრივ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა და ინსტიტუცია ჩამოყალიბდა ერთგვარ მნიშვნელოვან კერად, სადაც მომხმარებელს, თითოეულ ჩვენთაგანს, შეუძლია თავისი პრეტენზიის წაყენება ბიზნესისთვის, შესაბამისად, და მიიღოს დასაბუთებული და სწორი პასუხი.
ეს იქცა არამხოლოდ რეპუტაციულ, არამედ უკვე ფინანსურ რისკადაც კომპანიებისთვის. აქედან გამომდინარე, კომპანიები ხშირად ცვლიან პოზიციას, პირობით ვალდებულებებს იღებენ, რათა გამოასწორონ და, შესაბამისად, არ დაარღვიონ უფლებები და ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

თითოეულ ჩვენთაგანს ეხება ეს. ონლაინ ვაჭრობაში იქნება თუ ფიზიკურად ვაჭრობაში, თუ ნებისმიერ სხვა მომსახურების მიღების დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიღებდეთ იმ მომსახურებას. ბიზნესიც ასე უყურებს.

ახლა მიდის უფრო კონკურენცია - ვის უკეთესი მომსახურება აქვს, ვის უკეთესი პროდუქტი აქვს და, შესაბამისად, ეს ერთობლიობაში არამხოლოდ პროდუქტი, არამედ პროდუქტის მიწოდების გზებიც მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე.

ნებისმიერ ვაჭრობას, ნებისმიერ მომსახურებას ეხება. შესაბამისად, თუ სადმე თქვენი ინტერესი დაზარალდა, შეგიძლიათ მიმართოთ“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მომავალი წლის დასაწყისში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რაც ბიზნესს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს და, ვფიქრობ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდასაც წაადგება | ვახტანგ შურღაია

09.10.2026.10:50

მომავალი წლის დასაწყისში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რაც ბიზნესს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს და, ვფიქრობ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდასაც წაადგება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.

„წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ინვესტიციები VASP-ების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ დარეგულირდა მეტად, მეტად ფინანსური ვალდებულებებიცაა კომპანიებში და ამ მიმართულებით, ალბათ, იქნება ბევრი მსხვილი მოთამაშე, გამოჩნდება.

ასევე, მომავალი წლის დასაწყისში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რაც ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს ბიზნესს და ესეც წაადგება, ვფიქრობ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდას“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა