მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

მომხმარებლის განცხადებების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 40%-ით აღემატება - GCCA

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2025 წლის პირველ კვარტალში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 318 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 943 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  შემოსული განცხადებების რაოდენობა 40%-ითაღემატება 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსული განცხადებების რიცხვს.

- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 19 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 40 საქმეზე.

- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს - 25 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში  - 13 573 ლარის ოდენობით.

- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე - 44 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 72% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 28% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%,  აჭარა 4% და კახეთი 4 % და სხვა რეგიონები.

სამი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 112, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 83, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 63, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 24, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 15, ხოლო სხვა დანარჩენზე 21.

სტატისტიკის მიხედვით, 74%- საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება13%-, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 2 44 07 70.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით

11.05.2026.19:47

აქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის ისტორიულ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს ამ მოვლენის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს უწმინდესსა და უნეტარეს შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და უსურვებს მას მხნეობასა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ასპარეზზე.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ქვეყნის უმთავრეს სულიერ და კულტურულ ინსტიტუტს, უდიდესი როლი ენიჭება სახელმწიფოებრივი მედეგობისა და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პროცესში. ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეკლესიის წინამძღოლობის ახალი ეტაპი გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ქვეყანაში მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გარემოს შენარჩუნებაში, რაც ნებისმიერი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ბიზნეს სექტორისთვის ეკლესია ყოველთვის იყო და რჩება ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული ერთიანობის უმნიშვნელოვანეს გარანტად.

ინსტიტუციური მდგრადობა და ეკლესიის მტკიცე წინამძღოლობა წარმოადგენს იმ მყარ საყრდენს, რომელზეც დგას ქვეყნის ერთობა. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება ქართული სახელმწიფოებრიობის უწყვეტობა და ერთგულება იმ ფასეულობებისადმი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა საქართველოს თვითმყოფადობას. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე, ეკლესიის როლი საზოგადოებრივი წონასწორობის შენარჩუნებაში შეუფასებელია, რაც აისახება ქვეყნის საერთო კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს" - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა