მომხმარებლის განცხადებების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30% გაიზარდა - GCCA
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში - 398 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 1250 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოსული განცხადებების რაოდენობა 30%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 40 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 64 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 17 მოვაჭრეს - 46 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 16 846 ლარის ოდენობით.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 65 საქმეზე - 61 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 77%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 6%, აჭარა 4% და კახეთი 4 % და სხვა რეგიონები.
ოთხი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 137, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 114, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 75, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 26, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 17, ხოლო სხვა დანარჩენზე 29.
სტატისტიკის მიხედვით, 75%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.
ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 2 44 07 70.
სხვა სიახლეები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა
20.08.2026.20:24
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებსა და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696746&lang=ge
დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696756&lang=ge