მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები - TOP-10
მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლები ცნობილია.
როგორც უცხოური მედია წერს, 2023 წლის უნივერსიტეტების სიაში სულ 10 უნივერსიტეტი მოხვდა, რომელთაგან 3 დიდ ბრიტანეთში, ხოლო 7 უნივერსიტეტი აშშ-ში მდებარეობს.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების TOP-10
სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო ექვსი ფაქტორი, ესენია აკადემიური რეპუტაცია, სტუდენტ-ფაკულტეტის თანაფარდობა, მინიშნებები კვლევებზე, საერთაშორისო პროფესორების სია და საერთაშორისო სტუდენტების სია.
სხვა სიახლეები
ევროპული აღიარება ქართული ინოვაციისთვის - „მობილური იუსტიციის სახლი“ EPSA-ს Good Practice Certificate-ის მფლობელია.
03.06.2026.19:32
პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში, კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) მიენიჭა.
აღიარება ევროპის მასშტაბით ინოვაციური, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გამოვლენისა და დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საჯარო მომსახურების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებს წარმატებით პასუხობს.
EPSA ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის European Institute of Public Administration (EIPA) ინიციატივაა და იგი ევროპული საჯარო სექტორის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსად მიიჩნევა. კონკურსი აერთიანებს სახელმწიფო უწყებებსა და ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან, რომლებიც თანამედროვე, მოქნილ და მოქალაქეზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით გამორჩეულ პრაქტიკებს ქმნიან.
Good Practice Certificate-ის ჯილდო იუსტიციის სახლს EPSA 2025-26-ის ოფიციალურ დაჯილდოებაზე გადაეცემა, რომელიც 2026 წლის 23-25 სექტემბერს ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში გაიმართება.
„მობილური იუსტიციის სახლის“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინოვაციური მმართველობისა და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმების მიმართულებით.