მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 8000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 8000 -მდე აბონენტს დროებით შეუწყდება.
ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, გაზის მიწოდების გაუმჯობესებისათვის საჭირო სარეაბილიცატიო სამუშაოების,მათ შორის გაზის მარეგულირებელი პუნქტის მოწესრიგების გამო, 5 ოქტომბრის 22:00 სთ-დან გაზმომარაგება 8000 - მდე აბონენტს შეუწყდება. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება : ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი 2, 3, 2/4, 4, 5/6, 7/8, II ჩიხი ½1/2, 4, 7/8, 8, 8/9, III ჩიხი 1, ½1/2, 1/17, 10, 4/5, 25, 5, 7, 8, 8/9, 9, IV ჩიხი 1/6, 5, ახოსპირელის ქ. 3, 4, 5, 5/6, 6, 7, 9/8, 9, 3შეს. 9, 10, ახოსპირელის გას.3, 3/7, ჩიხი 2, ჩიხი 1/7, ჩიხი, კუფტინის ქ. 14-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ჭოველიძე-ბელინსკის, ძმ. ზუბალაშვილების, ძმ. კაკაბაძეების, ბაქრაძის, ხოშტარიას, დავით თორაძის, მერაბ კოსტავას, ნიაღვრის ქ. 4, მთაწმინდის ქ. 12/14, ჭონქაძის ქ. 24, გერგეთის ქუჩის, შესახვევის (ახლ. ზ.დუმბაძის), მაყაშვილის ქ. 34, 36, რუსთაველის გამზ. 52, დ. ყიფიანის ქ. 29, 35 (მთაწმინდის ქ. 27), ვუკოლ ბერიძის ქ. 6, ივანე კერესელიძის, ჩირგაძის, ზანდუკელის, გოგებაშვილის ქ. 29, 37, გოგებაშვილის III შეს. 3, იაკობ გოგებაშვილის III შეს. 4-ში (ნათია ბაშალეიშვილის ქ. 4), გრიბოედოვის ქ. 26, ვალერიან გუნიას, Dდანიელ ჭონქაძის II ჩიხი 3, ბარნოვის ქუჩის დასაწყისს, ჩიტაძის ქ. 10, 11, არსენას, ვ.ბერიძის, ალ. ჭავჭავაძის, მაჩაბლის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის (გ.ლორთქიფანიძის), დავითაშვილის (ამაღლების), პეტრე მელიქიშვილის გამზ. 10-ში მდებარე შპს ,,მ2 მელიქიშვილზე", ზვიად გამსახურდიას სანაპირო 6, კოსტავას ქ. 43, 45, კოსტავას 1შ.9, კოსტავას 1შ.11ა, კოსტავას 2შ.10, კოსტავას 2შ.2/4, კოსტავას 2შ.3, კოსტავას 2შ.3კ, კოსტავას 2შ.5, კოსტავას 2შ.7, კოსტავას 2შ.9, მარჯვენა სანაპირო # 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ივანე თარხნიშვილის ქ. 2, პავლე ინგოროყვას ქ. 19, 17/9 აპრილის ქ. 5, კოსტავას I გას. 30-სა და კოსტავას I შ. 33 ვერის შესახვევის, კოსტავას ქუჩაზე, შესახვევებში, ჩიხებსა და გასავალში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამთავრობო დაცვის სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შპს ,,ტანდემი", იტალიის საელჩო, ზუბალაშვილების ქუჩაზე – უზენაესი სასამართლო, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, შპს ,,ვილაჯეო", შპს ,,Aასტორია", შპს ,,ბეტსი", ი/მ ბადრი შალიკიანი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, სს ,,გუდვილი", შპს ,,აჭარა გრუპი", შპს ,,სითი ლოფტი", წმ. Nნინოს სახ. ეკლესია, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი (კინოს სახლი), შპს ,,გურმანი VI", საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, # 47 და #49-ე საჯარო სკოლები, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა, გოეთეს ინსტიტუტე, შპს ,,ახალ ქსელებს", შპს ,,მარიკა"-ს, შპს ,,გრატო მენეჯერს", შპს ,,ჯორჯიან ფიტნეს გრუპს", შპს ,,თრ თრეველს", შპს ,,თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზს", ჯავახიშვილის ქ. 12-ში მდებარე მცირე კომერციულ ობიექტებს: შპს ,,გდ ფროფერთი", შპს ,,გ.დ ჯგუფი", შეცვლილი მომხმარებელს, თავისუფლების მოედანზე მდებარე ქ. თბილისის საკრებულოს, ლერმონტოვის ქ. 10-ში – შპს ,,ლერმონტს" (სასტუმრო), ლეონიძის ქ. 2-ში – ბიზნეს ცენტრს ლეონიძეზე, პუშკინის ქ. 1-3-ში - შპს ,,ვ.ვ.ვ."-ს, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ კომიტეტს, შპს ,,ამარკორდს", სსიპ ,,მწერალთა სახლს", თავისუფლების ქ. 2-ში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს, საქართველოს ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირს, გ. ტაბიძის ქ. 4-ში შპს ,,მაქრო ტურიზმს", ბაგა ბაღი # 200, შპს ,,დიოსი", შპს ,,ჯეოლუქსი", შპს ,,ამორე", ი/მ ჭანტურიძე კაფე-ბარი პალმები, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, სს ,,საგზაო კომპანია თბილისი", ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მარჯვენა სანაპირო 8-ში მდებარე შპს ,,კ.ბ.რ. კომპანია"-ს, მარჯვენა სანაპირო 10-ში მდებარე შპს ,,დიონისეს"-ს, კოსტავას I შ. 33-ში მდებარე ი. მ ნატო ნარიმანიშვილს, კოსტავას I შეს. 1-ში - შპს ,,სატივე" (რესტორანი), კოსტავას შ. 37-ში მდებარე შპს ,,ენკა", კოსტავას ქ. 37-39-ში მდებარე შპს ,,გრატო მენეჯერი", კოსტავას ქ. 45-ში - შპს ,,ჰოტელ კოსტე", შპს ,,სასტუმრო ევროპა", ვერის ბაღის ტერიტორიაზე – ააიპ ,,ზევსი" (სპორტდარბაზი), მოქ. კასრაძის კომერციული ობიექტი, ჭადრაკი ფედერაციეს, შპს ,,მეტროპული", შპს ,,ბილიარდის კლუბი ვერა", სს ,,ზირაათ ბანკი საქართველო", შპს ,,ჯი_თი მთაწმინდა"-ს და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბიდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ეს სამუშაოები მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.