მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

მთავარი ამოცანა გახლავთ არა ის, რომ კონკურენცია შევზღუდოთ, არამედ სწავლების ხარისხი ავწიოთ - ზვიად გაბისონია „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრინციპზე

news image

ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ არა ის, რომ კონკურენცია შევზღუდოთ, არამედ სწავლების ხარისხი ავწიოთ, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების რეფორმის და „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრინციპზე საუბრისას განაცხადა. მანვე დეტალურად ახსნა ამ პრინციპის მთავარი იდეა და განმარტა, რომ მისკენ ისწრაფვის ევროკავშირის უამრავი ქვეყანაც. 

„ჩვენი კონცეფციის მიხედვით განვიხილავთ 2 მთავარ ქალაქს. დღეს არსებული საგანმანათლებლო კონცეფციის მიხედვით ჩვენს გაქვს ერთი მთავარი საგანმანათლებლო ქალაქი თბილისი, სადაც პროგრამების 85%-ია კონცენტრირებული. აქ არის კონცენტრირებული 4-5 სახელმწიფო უნივერსიტეტი - არ ვგულისხმობ სპეციალიზირებულ უნივერსიტეტებს. შესაბამისად გაქვს რეგიონალური ტიპის უნივერსიტეტები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის უნივერსიტეტები, როგორც მაგალითად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ ნაწილში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ არა ის, რომ კონკურენცია შევზღუდოთ, არამედ სწავლების ხარისხი ავწიოთ. და შესაბამისად თქვენ იცით, რომ კრიტიკა მოჰყვა იმას, როცა პარლამენტში განვაცხადე შემოხაზვების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ის შეკითხვა იყო ამოჭრილი და შესაბამისად მხოლოდ პასუხი იყო, თუმცა იდეა რას გულისხმობდა?! გულისხმობდა იმას, რომ დღეს არსებული მოდელის მიხედვით მაგალითად თბილისში გახლავთ 4-5 სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ერთი და იგივე პროგრამა: სამართალი, ეკონომიკა ან ბიზნესი. სტუდენტი ახდენს შემოხაზვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ან ეკონომიკის ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ასე შემდეგ. ასევე შეუძლია აირჩიოს კერძო უნივერსიტეტები. ჩვენი იდეა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება ხაზგასმით, რომ არჩევანი იყოს ერთი ქალაქის შიგნით 4-5 გადუალებული, პრაქტიკულად ერთი და იგივე შინაარსის პროგრამები, სადაც ხარისხი ავტომატურად ვარდება. რატომ ვარდება? - უმარტივესი საკითხია. შემოხაზა პირველი ვერ მოხვდა, ხვდება მეორეზე, ან მესამეზე, ან მეოთხეზე, ან მეხუთეზე. ხარისხი ხომ ავტომატურად ვარდება. შემოხაზვის ქვემოთა რგოლზე გადასვლა ნიშნავს მისი ქულები არ ჰყოფნის ზედას. ანუ ხარისხობრივი პარამეტრებით მისაღებ გამოცდაზე მან დაბალი ქულა მიიღო და მაინც ჩაირიცხა. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ აუცილებლად ჩაირიცხოს, ჩვენი ამოცანა არის, რომ მაღალი კატეგორიის სტუდენტები მოხვდნენ, რათა ბაზარზე საბოლოო ჯამში მივიღოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები. ამავე დროს დეკონცენტრაცია გულისხმობს თბილისიდან გარკვეული სტუდენტური კვოტის გაწოვას, იგივე ქუთაისის მიმართულებით. მაგალითად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მოდელი, რომ განვიხილოთ - დასავლეთ საქართველოში გაქვს 2 საკმაოდ დიდი უნივერსიტეტი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს ორი უნივერსიტეტი ვფიქრობთ, რომ უზრუნველყოფს დასავლეთ საქართველოს კვოტირების ნაწილს, ამიტომ ჩავთვალოთ რომ ეს მიმართულებები იურიდიული, ეკონომიური და ასე შემდეგ მისი გადუალება მოხდება არა თბილისის შიგნით, არამედ თბილისსა და ქუთაისს შორის. ამავე დროს ცალკე რჩება კერძო უნივერსიტეტები, რომლებშიც არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში არ არის. თქვენ იცით, რომ სამართლის, ბიზნესის და ასე შემდეგ ეს პროგრამები კერძო უნივერსიტეტებს პრაქტიკულად ყველას აქვს. სამართლის 35 პროგრამა გვაქვს ქვეყანაში. ცოტა პარადოქსული მდგომარეობაა, მაგრამ ფაქტობრივი სიტუაცია გაქვს ის, რომ ამ მიმართულებით არაფერი არ იზღუდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ, ვგულისხმობ დაფინანსების და ინფრასტრუქტურის ნაწილებს, და ეს არამც და არამც არ გულისხმობს ავტონომიურობის ნაწილს. ეს არის მცდარად აღქმული - შეგნებულად შეცდომაში შემყვანი ფრაზა თითქოს ჩვენ ვზღუდავთ ავტონომიურობას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. საუბარია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაში იმ პროგრამების განხორციელებაზე რასაც ქვეყანა თვლის რომ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ  მიმართულებით ევროკავშირის უამრავი ქვეყანა მიდის. მათ შორის აძლიერებენ პროგრამებს, ამსხვილებენ ამ პროგრამებს იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აიწიოს და რაც შეიძლება მაღალი კატეგორიის სტუდენტები ჩაირიცხონ. ეს არის ძირითადი მიმართულება „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრინციპისა“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ. 

 

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება

24.04.2026.13:12

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.

სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.

„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა