მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემა

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026") მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა.

განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, საპრიზო თანხმების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51 000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449 000 ლარს, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის - 6 800 ლარს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6 800 ლარს და დამატებით 50 000 ლარს. ფიგურულ ციგურაობაში ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71 400 ლარი. 

სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისათვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42 840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი - 28 560 ლარს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

17.08.2026.12:53

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნანიანის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გარკვეული შენიშვნების გამო, მშენებელს ხარვეზების აღმოფხვრა დაევალა.
ნანიანის ბაღში განთავსდება საგანმანათლებლო, მოსასვენებელი ოთახები და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სივრცეები. ტერიტორიაზე მოწყობილია მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.

ნანიანის საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა