მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლის ზამთრის სეზონს ოფიციალურად 20 დეკემბერს გახსნის. სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება.

ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება. მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სნოუპარკის არეალში, ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრია. ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების - „ხადასა“ და „სნოუპარკის“ - დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.

პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის - „კობი 3-ისა“ და „ტატრა 3-ის“ - მოწყობა. მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

„სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე დაწყებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ჯამში 7 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს. დაგეგმილია „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებაც, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობას შექმნის. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

09.10.2026.14:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლის ზამთრის სეზონს ოფიციალურად 20 დეკემბერს გახსნის. სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება.

ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება. მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სნოუპარკის არეალში, ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრია. ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების - „ხადასა“ და „სნოუპარკის“ - დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.

პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის - „კობი 3-ისა“ და „ტატრა 3-ის“ - მოწყობა. მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

„სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე დაწყებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ჯამში 7 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს. დაგეგმილია „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებაც, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობას შექმნის. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა