მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

„მთის ტრასების სააგენტო“ განახლებულ პლატფორმაზე - MTA.SKI ბილეთების ონლაინ გაყიდვას იწყებს

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) განახლებული ვებგვერდი MTA.SKI სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას. პირველად, სააგენტო ელექტრონულ ბილეთებს საკუთარ პლატფორმაზე გაყიდის.

2026 წლის 20 ნოემბრიდან აბონემენტების ინტერნეტით შეძენა მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე MTA.SKI-ზე იქნება შესაძლებელი. ბილეთები ასევე გაიყიდება სამთო კურორტებზე მდებარე სალაროებსა და პარტნიორ ობიექტებში.

ელექტრონული პლატფორმა კურორტებზე მიმდინარე პირობების, სათხილამურო არეალების, რუკებისა და აბონემენტების შესახებ ინფორმაციას ერთ ოფიციალურ სივრცეში აერთიანებს. განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის შესახებ. ინტერაქტიული რუკების საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ ნახონ, თუ რომელი ტრასა და საბაგიროა გახსნილი, გაეცნონ სათხილამურო არეალებს, ტრასების მდებარეობას, სიგრძესა და სირთულეს.

პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამინდის, თოვლის საფარის, აბონემენტებისა და შეთავაზებების შესახებ. პირდაპირი ტრანსლაციის კამერებით დამსვენებლები შეძლებენ, თვალი ადევნონ კურორტებზე არსებულ ვითარებას, შეარჩიონ სასურველი სასრიალო არეალი და ვიზიტი წინასწარ დაგეგმონ.
ვებგვერდზე მომხმარებლები გაეცნობიან უსაფრთხოების წესებსაც და საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ პლატფორმიდან შეძლებენ 112-თან დაკავშირებასა და დახმარების თხოვნას.

2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე ახალი ციფრული ტექნოლოგიები სამაშველო სამსახურშიც დაინერგება. ინციდენტების შესახებ მონაცემები ელექტრონულ სისტემაში აისახება. მაშველები პლანშეტებით აღრიცხავენ შემთხვევის ადგილს, დაშავებულის მდგომარეობის პირველად შეფასებასა და გაწეულ დახმარებას. სისტემა ხელს შეუწყობს სტატისტიკის წარმოებას, ინციდენტების ანალიზსა და სამაშველო რესურსების ეფექტიან განაწილებას.

ამავე სეზონზე ოთხივე კურორტს დაემატება უსაფრთხოებისა და სამაშველო აღჭურვილობა: დამცავი ბადეები, სასიგნალო ჯოხები, ნიშნები და აკიები - დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები.

„მთის ტრასების სააგენტო“ 2026-2027 წლების ზამთრის სეზონს ოთხივე კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე 2026 წლის 20 დეკემბერს გახსნის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „მთის ტრასების სააგენტო“ განახლებულ პლატფორმაზე - MTA.SKI ბილეთების ონლაინ გაყიდვას იწყებს

10.11.2026.12:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) განახლებული ვებგვერდი MTA.SKI სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას. პირველად, სააგენტო ელექტრონულ ბილეთებს საკუთარ პლატფორმაზე გაყიდის.

2026 წლის 20 ნოემბრიდან აბონემენტების ინტერნეტით შეძენა მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე MTA.SKI-ზე იქნება შესაძლებელი. ბილეთები ასევე გაიყიდება სამთო კურორტებზე მდებარე სალაროებსა და პარტნიორ ობიექტებში.

ელექტრონული პლატფორმა კურორტებზე მიმდინარე პირობების, სათხილამურო არეალების, რუკებისა და აბონემენტების შესახებ ინფორმაციას ერთ ოფიციალურ სივრცეში აერთიანებს. განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის შესახებ. ინტერაქტიული რუკების საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ ნახონ, თუ რომელი ტრასა და საბაგიროა გახსნილი, გაეცნონ სათხილამურო არეალებს, ტრასების მდებარეობას, სიგრძესა და სირთულეს.

პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამინდის, თოვლის საფარის, აბონემენტებისა და შეთავაზებების შესახებ. პირდაპირი ტრანსლაციის კამერებით დამსვენებლები შეძლებენ, თვალი ადევნონ კურორტებზე არსებულ ვითარებას, შეარჩიონ სასურველი სასრიალო არეალი და ვიზიტი წინასწარ დაგეგმონ.
ვებგვერდზე მომხმარებლები გაეცნობიან უსაფრთხოების წესებსაც და საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ პლატფორმიდან შეძლებენ 112-თან დაკავშირებასა და დახმარების თხოვნას.

2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე ახალი ციფრული ტექნოლოგიები სამაშველო სამსახურშიც დაინერგება. ინციდენტების შესახებ მონაცემები ელექტრონულ სისტემაში აისახება. მაშველები პლანშეტებით აღრიცხავენ შემთხვევის ადგილს, დაშავებულის მდგომარეობის პირველად შეფასებასა და გაწეულ დახმარებას. სისტემა ხელს შეუწყობს სტატისტიკის წარმოებას, ინციდენტების ანალიზსა და სამაშველო რესურსების ეფექტიან განაწილებას.

ამავე სეზონზე ოთხივე კურორტს დაემატება უსაფრთხოებისა და სამაშველო აღჭურვილობა: დამცავი ბადეები, სასიგნალო ჯოხები, ნიშნები და აკიები - დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები.

„მთის ტრასების სააგენტო“ 2026-2027 წლების ზამთრის სეზონს ოთხივე კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე 2026 წლის 20 დეკემბერს გახსნის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა