მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აკრძალულია

news image
mbc image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე,  დარიალის ხეობაში,  ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი - ღვინის ეროვნული სააგენტო

25.09.2026.12:19

25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი. გადამუშავებული 60 ათასი ტონა ყურძნიდან 42,4 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლის მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო და მკვახე.
მოსავალი 3500 მევენახემ დააბინავა. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის 12 ათას ტონამდე ყურძენი.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 22 ლოკაციაზე იბარებს მოსახლეობისგან ყურძენს. მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითლის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთვლის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა