მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

მუხრანის ველის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

შეხვედრის მონაწილეებს მუხრანის ველის სივრცითი განვითარების ხედვა და დაგეგმარების პროცესის ფარგლებში მომზადებული მასალები გეგმაზე მომუშავე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა წარუდგინა.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იყო ტერიტორიის არსებული სივრცითი სტრუქტურა, განვითარების ძირითადი წინაპირობები და მუხრანის ველის დაბალანსებული განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო განვითარების პროცესში სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინება და ისეთი სივრცითი გადაწყვეტების ჩამოყალიბება, რომელიც ტერიტორიის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით თავისებურებებს გაითვალისწინებს.

საჯარო განხილვამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით იმართება. ფორმატი ხელს უწყობს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მოსაზრებების შეჯერებას და საჯარო განხილვისთვის უფრო სრულყოფილი მასალის მომზადებას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოების წარმომადგენლები, ასევე მუხრანის ველის სივრცითი დაგეგმარების გეგმაზე მომუშავე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13.10.2026.17:50

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ცენტრალურ ბანკს შორის ფინანსური და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერებას, ცენტრალური ბანკინგის სფეროში ინფორმაციისა და ექსპერტიზის გაცვლას და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციების ხელშეწყობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელებას.

ნათია თურნავამ არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები, სექტორის მდგრადობისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო. მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) განვითარებაზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. 

„ეს მემორანდუმი ქმნის საფუძველს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ცენტრალური ბანკინგის, ზედამხედველობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ექსპერტიზის გაცვლისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც იგი გვთავაზობს შესაძლებლობების განვითარებისა და საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების გამარტივებასა და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ აღნიშნა, რომ მემორანდუმი ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სებ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. შეხვედრების ფარგლებში განიხილება გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა