მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ჩინეთში საგანმანათლებლო სივრცეების დაგეგმვის გამოცდილებას გაეცნენ

news image
mbc image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ქვარა ჩართოლანი და ქეთევან შუბითიძე, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საბავშვო ბაღსა და გუანჯოუს თიანჰეს რაიონის ჰუიჯინგის ექსპერიმენტულ სკოლას ეწვივნენ.

დელეგაციის წევრები გაეცნენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურას, ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის მოწყობილ სივრცეებსა და საგანმანათლებლო გარემოს. ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, როგორ ითვალისწინებს სივრცეების დაგეგმარება სხვადასხვა ასაკის ბავშვების საჭიროებებს, მათ უსაფრთხოებას და ყოველდღიურ აქტივობებს.

საბავშვო ბაღში სტუმრებმა დაათვალიერეს ჯგუფების ოთახები, თამაშისა და დასვენების ზონები და გარე სათამაშო სივრცე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციით უზრუნველყოფას, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო და ასაკის შესაბამისი გარემოს მნიშვნელობას.

ჰუიჯინგის სკოლაში მოსწავლეები ცხრა წლიან სავალდებულო განათლებას იღებენ. სკოლას ორი კამპუსი აქვს, სადაც 4 399 მოსწავლე სწავლობს. დელეგაციას გააცნეს სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებები, მათ შორის ციფრული განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები, სპორტი და შემოქმედებითი აქტივობები.

ვიზიტისას მიღებული გამოცდილება ფონდის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაგეგმვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მოწყობის საკითხებში საინტერესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა