მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ

news image
mbc image

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , - აღნიშნა კახა კალაძემ. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები - შესაბამისად, არა აქვს უფლება, რომ განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა l განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

27.08.2026.16:39

„ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცენტრის განცხადებით, სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

„გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინაში ან სომხეთში მდებარე უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. შესაბამისად, მსგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლება და დიპლომები ცენტრის მიერ არ იქნება აღიარებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა