მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

news image
mbc image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მიზნით სამი სექტორული სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა გახსნა და ყურადღება ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ეროვნული ადაპტაციის გეგმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასებას, ადაპტაციის პრიორიტეტების განსაზღვრასა და სხვადასხვა სექტორში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას“,- განაცხადა თამთა დევდარიანმა.

როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას, რადგან მრავალსექტორული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული და გრძელვადიანი ადაპტაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი სექტორული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, ასევე ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და მთის ეკოსისტემების მიმართულებებს მოიცავს, პროექტის საკონსულტაციო მექანიზმია, რომლის ამოცანასაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების, მოწყვლადობის, სექტორული გამოწვევებისა და ადაპტაციის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა და 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი საქართველოსთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი სისტემური ჩარჩო იქნება და უზრუნველყოფს ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და მათ ინტეგრირებას ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში.

ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ სამუშაო ჯგუფების პირველ შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს - აშენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი

11.08.2026.15:27

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა.

ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის — საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის აშენებას.

სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.

პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია - იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ ისარგებლოს გზით და მიიღოს წვდომა საჭირო ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა