მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა გარემოს დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური დაათვალიერა და მისი ფუნქციონირების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ინფორმაცია მიიღო სადგურის მუშაობის სპეციფიკის, ნარჩენების გადატვირთვისა და ტრანსპორტირების პროცესის, ასევე რეგიონში ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მომსახურე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტიპის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირების შედეგად რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭა.

„ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ასეთი თანამედროვე გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ამარტივებს ნარჩენების მართვის პროცესს და ხელს უწყობს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად განვავითაროთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოებს ქართლსა და კახეთში გაეცნენ

23.10.2026.12:10

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს, ბრიტანეთის კომერციული სფეროს და ,Swirl Wine Group-ის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

სტუმრებს შორის იყვნენ HORECA სექტორის პროფესიონალები, სომელიეები, ღვინის ბაიერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და ღვინის საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები. ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, „ნიკალას მარანში“, გაიმართა ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა დასახელების ბუნებრივ ღვინოებს.

ტურის ფარგლებში, თბილისში გაიმართა დეგუსტაცია ე.წ. „Walkaround Tasting“, რომელშიც 10-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. მათ ბრიტანელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს. 

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 310 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 43%-ით მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა