მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

news image
mbc image

დღეს მცხეთაში, დავიწყეთ ცენტრალური გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს ე.წ. თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც ამ ეტაპზე იუნესკოსთან კონსულტაციებით პროექტირების ფაზაშია. ეს სივრცე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცხეთისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. დღესვე ადგილზე გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მცხეთაში სამუშაო მონიტორინგის ფარგლებში პროექტების დათვალიერებისას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

სარეაბილიტაციო გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს და ქმნის უსაფრთხოების რისკებს. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულმასშტაბიან განახლებას და მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 7 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მცხეთის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციონირებას, გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

,,გზების მშენებლობა ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. არსებული გზების რეაბილიტაცია ჩვენი ვალდებულებაა - ყველა გზა უნდა იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და გამართული. სამინისტრო წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სამუშაოებს განახორციელებს”-განაცხადა სოხაძემ.

ამასთან, უკვე დასრულდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კომპონენტი - ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებსა და მოთხოვნებს.

ახალი ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, აკავშირებს მცხეთას რკინიგზის სადგურთან და ცენტრალურ საავტომობილო გზებთან, ხოლო მისი არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ისტორიულ გარემოს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6.6 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა ის უბნები და ქუჩებიც, სადაც დაგეგმილია შენობების რეაბილიტაცია. მისივე განცხადებით, მცხეთის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, სხვა დანარჩენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, აუცილებელია ძველი უბნების ურბანული მოწესრიგება.

მცხეთაში ინფრასტრუქტურის განვითარება მოიცავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებასაც - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას. პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული და საბავშვო სივრცეების, ასევე საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბუფერულ ზონაში, პროექტი განხორციელდება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელებს შეხვდა

20.08.2026.15:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ მფლობელს მიხაელ დურახსა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელს, მიხეილ სვიმონიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე „Develey“-სა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ თანამშრომლობის ფარგლებში, „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ ახალი საწარმოო სივრცის მოწყობის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ობიექტში, 6 თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი მოეწყობა. რომლის სრულად ამოქმედება მარტში იგეგმება, ხოლო პირველი პროდუქციის გამოშვებ,ა ოქტომბერში დაიწყება.

ახალი საწარმოო სივრცის ამოქმედების შემდეგ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ ასორტიმენტს 30-40 ახალი სახეობის პროდუქტი დაემატება, მათ შორის მაიონეზი და სხვადასხვა სახის სოუსები, რომლებიც როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ნედლეულის წარმოების განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

„თქვენი გამოცდილება ძალიან დიდია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება - ცოდნა, ტექნოლოგიური გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში სურსათის წარმოების გაძლიერება და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია როგორც ინდუსტრიის, ისე მიწოდების ჯაჭვის განვითარება და შესაბამისი მხარდაჭერა. საქართველოში ამისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, კომპანიებს შევუქმნათ პირობები, რომ საქართველოში შექმნილი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზეც გაიტანონ“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„Develey“-ის მფლობელის, მიხაელ დურახის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი და სტაბილური, პროგნოზირებადი ბიზნესგარემო აქვს, რაც კომპანიისთვის ქვეყანაში ინვესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. 

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი იდეა იყო, ინვესტიციასთან ერთად სრული მიწოდების ჯაჭვზე გვქონოდა წვდომა - დაწყებული მინდვრიდან, პროდუქტის ხარისხის კონტროლით და დამთავრებული წარმოებით. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი სურვილია, საქართველო ჩვენი საქმიანობის საწყის წერტილად და რეგიონულ ჰაბად ვაქციოთ და აქედან პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ. საქართველოში არსებული ნედლეულის ბაზისა და ჩვენი ტექნოლოგიური ცოდნის გაერთიანება საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივი შესაძლებლობები კიდევ უფრო განვავითაროთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. საქართველოში ამას ვხედავთ. მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში მხარდაჭერას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა მიხაელ დურახმა.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოა. ქარხანა 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს. საწარმოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება; ქარხანა ნედლეულს 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.

„Develey“ გერმანული საოჯახო კომპანიაა, რომელიც 1845 წელს დაარსდა და დღეს სოუსების, მდოგვისა და სხვა საკვები პროდუქტების საერთაშორისო მწარმოებელია. კომპანია პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

„Develey“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია „McDonald’s“, რომელსაც კომპანია 1971 წლიდან სხვადასხვა სახის სოუსებით, კეტჩუპითა და მდოგვით ამარაგებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა