მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

Nasdaq Calypso-ს საზიარო მოდელზე გადასვლა ქართული ფინანსური სექტორისთვის ისტორიული ეტაპია - ლევან ვერძეული

news image
mbc image

Nasdaq Calypso-ს საზიარო მოდელზე გადასვლა ქართული ფინანსური სექტორისთვის ისტორიული ეტაპია, - ამის შესახებ "საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" (GFMTA) პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ვერძეულმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივაში ეროვნულ ბანკს ნამდვილად გადამწყვეტი როლი ჰქონდა და მათ გარეშე 5 ბანკს შორის თანამშრომლობა არ გამოვიდოდა.

"მართლაც ისტორიული ეტაპი იწყება საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე და სახაზინო ინფრასტრუქტურის - Nasdaq Calypso-ს საზიარო მოდელზე გადასვლით თამაშის წესები იცვლება. თუკი აქამდე ყველა ბანკი ინდივიდუალურად ვითარდებოდა და ხშირად ეს იწვევდა იმას, რომ მათი სახაზინო ოპერაციების მართვა შეიძლებოდა ყოფილიყო შედარებით ფრაგმენტული, მეტად ხელით მართული, ვიდრე ავტომატიზირებული - ამ საზიარო პლატფორმის დანერგვის შემდეგ მივაღწევთ იმას, რომ 5 წამყვანი კომერციული ბანკი გადავა საერთაშორისო სისტემაზე.

გარდა იმისა, რომ ამ მხრივ არის ისტორიული მოვლენა, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ შეიძლება საზიარო დანერგვები არსებობს სხვადასხვა სფეროში და მათ შორის, საბანკო სფეროშიც საქართველოში და მის მიღმაც. როდესაც კონკურენტი ბანკები თანამშრომლობის ამ ტიპის ურთიერთობაზე გადადიან - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ისტორიული, სიმწიფის ნიშანია და განვითარების მაღალი დონე ქართული ფინანსური სექტორისთვის.

ეს სრულიად შეცვლის თამაშის წესებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთო საზიარო სისტემაზე გადასვლით მოხდება ერთი სისტემის ადმინისტრირება ნაცვლად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემისა, რაც საბოლოო ჯამში ბევრ გრძელვადიან სარგებელს მოუტანს საბანკო სისტემას.

ჩვენ აღვნიშნე, რომ 5 ბანკით იწყება ეს პროექტი, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ 5 ბანკით არ სრულდება. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სხვა ბანკებიც დაემატებიან და სრულად დავფარავთ საბანკო სექტორს.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საზიარო დანერგვის ფარგლებში 5 კონკურენტი ბანკის მონაცემები ერთ საზიარო სისტემაში უნდა აღირიცხოს, რაც ბუნებრივია ბადებდა კითხვებს - შესაბამისად, ეროვნული ბანკის როლი აქაც უმნიშვნელოვანესი იყო. ის მხარს ამ სისტემას უჭერს არამხოლოდ სწორი პოლიტიკის გატარებით, არამედ ინფრასტრუქტურულადაც. ვთვლით, რომ ეროვნული ბანკის მხარდაჭერა როგორც საწყის ეტაპზე, ისე მომავალში უმნიშვნელოვანესი იქნება. ", - აცხადებს ლევან ვერძეული.

ცნობისთვის, საქართველოს 5 წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 15 ნოემბერს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპს ჩაატარებს

11.11.2026.14:35

15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. ინფორმაციას საქართელოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.

„საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა