მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

საქართველო თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის - Nasdaq-ის წარმომადგენელი

news image
mbc image

საქართველო თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის, - ამის შესახებ Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაგნუს ჰაგლინდმა საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქართული კომერციული ბანკები - „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „ტერაბანკი" და „ბაზისბანკი" - სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემის მეშვეობით მოახდენს.

Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით ინერგება და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.

აღნიშნული ინიციატივა „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და მას კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია" (GFMTA). ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის.

Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში.

Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის მაგნუს ჰაგლინდის განცხადებით, Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება.

„საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა" (GMAP) წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩო-პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის", - აღნიშნა მაგნუს ჰაგლინდმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 15 ნოემბერს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპს ჩაატარებს

11.11.2026.14:35

15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. ინფორმაციას საქართელოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.

„საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა