მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე - ალექსანდრე ხაზარაძე

news image
mbc image

ფინანსური ბაზრები ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა, ეროვნული ბანკის მიზანს კი პროცესის ტექნოლოგიური და რეგულაციური ხელშეწყობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარება და არსებული დადებითი დინამიკის კიდევ უფრო აჩქარება წარმოადგენს, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.

„Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე. სწორედ ეს არის დღევანდელი ღონისძიების დანიშნულება, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება და ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების საქმეში" - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის წარმატება დამოკიდებულია კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობაზე, ასევე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და ტექნოლოგიური სისტემების დანერგვაზე. მისი თქმით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია დაკავშირებულია რისკებთან და ეს რისკები უნდა იყოს მართული, უნდა გაიზომოს, არსებობდეს ლიმიტები და რისკების ტრანსფორმაციის საშუალება რაც ფინანსებში ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია.

"საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ბანკები სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად. მართონ დიდი მოცულობს რისკები ისე, რომ მათი ბიზნესი იყოს დაცული და ჰეჯირების ინსტრუმენტებით კლიენტებს შეღავათიან ფასებში მოემსახურონ", - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარბელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

14.09.2026.17:30

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით,
(GCCA) თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. GCCA 2026/2027 წლებში ICPEN ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს. კონფერენცია 3 დღის განმავლობაში იმუშავებს მომხარებელთა უფლებების სფეროში
არსებულ აქტუალ საკითხებზე და განსაზღვრავს ერთიან მიდგომებსა და სტანდარტებს. კონფერენციას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები.

დელეგატებს სიტყვით მიმართა GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ, ეფექტიანი მექანიზმების განვითარებისა და ციფრულ ეპოქაში ნდობის შენების მნიშვნელობაზე.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის
დაცვის სააგენტო ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია. ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ, ერთად ვიმსჯელოთ მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო
თანამშრომლობა.

დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას
სწრაფად ცვლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნდობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი ციფრული გარემოს უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, კონფერენციის მთავარი გზავნილი - „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" - განსაკუთრებით აქტუალურია".

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის,
პარლამენტის, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ: UNCTAD-ის კონკურენციისა
და სამომხმარებლო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი რემი ლანგი, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორი ემა კოჰრეინი, შვედეთის მომხმარებლის უფლებების დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ქრისტოფერ იოჰანსონი,
იტალიის კონკურენციის სააგენტოს უფროსი ექსპერტი ანტონიო მანჩინი.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია
„ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" (Building Trust in the Digital Age). 15-17 სექტემბერს კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროგრამა გაგრძელდება, რომელიც თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და სამუშაო სესიებს მოიცავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა