ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა.
შეხვედრა რეგიონის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.
მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემების განვითარებასა და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და უსაფრთხო საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
23.09.2026.11:20
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა.
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა ღონისძიების ფარგლებში შედგა.
მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ახალ ჩარჩოს განსაზღვრავს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მონეტარული პოლიტიკის, საერთაშორისო რეზერვების მართვის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისების განვითარების, ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხებზე.