მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

news image
mbc image

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფლაციურ პროცესებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წლის პირველ რვა თვეში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის საგარეო სექტორის დივერსიფიკაციაზე, ექსპორტის ზრდასა და საფინანსო სისტემის მდგრადობაზე.

საუბარი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას ინფლაციაზე, სასაქონლო ფასებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ინფლაციური რისკების მართვისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის განმტკიცების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის საგარეო შოკების მიმართ მედეგობის საკითხები.

თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

13.10.2026.17:21

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება 1.6 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.
„ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების მილსადენების სრულად შეცვლას. განახლდება ინდივიდუალური განშტოებებიც, დამატებით დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა სამი სახანძრო ჰიდრანტი. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება ერთი თვის განმავლობაში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს", - გიგა ნადირაძე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.

„დღეს დედაქალაქში საკმაოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, პარალელურად კი მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია ჭავჭავაძის ქუჩის სრულად განახლების პროცესში. დღეს ჯივიპის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას და დავგეგმეთ, როგორ დავაჩქაროთ სამუშაოები, რათა რუსთაველის გამზირისა და ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესები თანხვედრაში მოვიდეს. ჩვენი მიზანია, მოსახლეობამ უახლოეს პერიოდში ისარგებლოს სრულად განახლებული ქუჩებით მთაწმინდის რაიონში", - ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა