მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

ნათია თურნავა ლონდონში საერთაშორისო ინვესტორებსა და სარეიტინგო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ლონდონში გამართულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), რომელშიც 15-მდე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი მონაწილეობდა.

ინვესტორებთან შეხვედრისას ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინფლაციის დინამიკასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე, ფინანსური სექტორის სიძლიერეზე, საერთაშორისო რეზერვების ზრდასა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, რეგიონში არსებული გამოწვევები და ქვეყნის ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების ინტერესი.

აღინიშნა, რომ გლობალური გამოწვევებისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში საქართველოს ეკონომიკა და ფინანსური სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო ეროვნული ბანკი განაგრძობს ისეთი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ფინანსური სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„საქართველოს ეკონომიკა ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტებით გამოირჩევა, ხოლო ფინანსური სექტორი მდგრადობასა და სიჯანსაღეს ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ამ მიზნის მისაღწევად ვაგრძელებთ თანმიმდევრული და წინდახედული პოლიტიკის გატარებას. ეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და ინვესტორთა ნდობის მნიშვნელოვანი საფუძველია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი სარეიტინგო სააგენტოების - Moody’s-ისა და S&P-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა

14.07.2026.20:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა