მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს  ბენ ჟოუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყებას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტია ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად ხელი შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას  და კონკურენციის ზრდას.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მსგავსი კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ბიზნეს გარემო საკმაოდ მიმზიდველია, ხოლო რეგულაციები ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრადიციულ საბანკო სექტორთან ერთად სულ უფრო მეტად ვითარდება არასაბანკო საფინანსო სექტორიც, რომელიც ვირტუალური აქტივების სერვისების მიმწოდებლებითაც არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი არის კრიპტო აქტივების ბაზარზე ლიდერი კომპანია  Bybit, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ასეთი კომპანიის შემოსვლა ნიშნავს მეტ კონკურენციას და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს გადახდების სფეროში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც შეხვედრაზე Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში ლიცენზიის მიღების პროცესი მკაცრი და დეტალურია, თუმცა ამავდროულად გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია. მათ მიერ შექმნილი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი რეგულაციური გარემო საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის Bybit-ს, ქვეყანაში ოპერირების და ინვესტირების მოტივაციას აძლევს”, - განაცხადა ბენ ჟოუმ.

როგორც Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს არაერთი ინიციატივა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პარტნიორობას, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს. ასევე ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგულირებულ ჩარჩოში ციფრული აქტივების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლიანი მონაწილეობის წახალისებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები, ასევე,  Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე ესწრებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

30.10.2026.20:41

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.

ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.

ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.

Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა