მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

ნათია თურნავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმში მონაწილეობდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, თბილისში Swift-ის საგადამხდელო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესება და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერება იყო.

ღონისძიება, სახელწოდებით „კავკასიასა და თურქეთში საგადამხდელო სფეროს მომავლის ფორმირება“ პოლიტიკის შემქმნელებს, ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო საგადამხდელო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებდა.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა გლობალური ფინანსური სისტემის მიმდინარე გამოწვევები, საგადამხდელო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციის პირობებში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფინანსური კავშირების გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მისი თქმით, ცენტრალურ ბანკებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ფინანსური სერვისების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაში.

„შუა დერეფანში მდებარე საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მარშრუტზე ვაჭრობის ზრდასთან ერთად, ბიზნესს სჭირდება ისეთი ფინანსური სერვისები, რომლებიც ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტიანად და საიმედოდ განხორციელების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგადამხდელო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. მისი განცხადებით, 2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და ქლირინგის სისტემების სრულყოფილი მოდერნიზაცია დაასრულა.

განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება ISO 20022 საერთაშორისო სტანდარტს, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფ, უსაფრთხო და საიმედო გადახდებს, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.

„ეს განახლება გზას უხსნის ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვას, რომლის ამოქმედებაც 2026 წლის ბოლოს იგეგმება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო, ეფექტიანი და ინოვაციური საგადამხდელო ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ეკონომიკის განვითარებას, არამედ უფრო ღრმა რეგიონულ ფინანსურ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფორუმში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, რომელმაც საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაზე „გადახდების მომავლის უზრუნველყოფა: მდგრადი და ურთიერთთავსებადი სისტემების შექმნა“ სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ერგეშიძე წარსდგა.

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ კი მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „მომავლის ინფრასტრუქტურა - 24/7 ციფრული გადახდები რეალურ დროში“, რომელიც შეეხებოდა ახალი ტექნოლოგიების, ციფრული აქტივების, ბლოკჩეინისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის როლს მომავლის გადახდებში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

17.09.2026.14:42

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 594 გრამი ოქროს ნაკეთობები მათ შორის, ოქროს მონეტები და ზოდები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 164 995 ლარი შეადგინა.

4 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 16 250 ლარის ოდენობით შეეფარდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა