მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ფინანსურ სექტორში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ნათია თურნავამ თურქეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაკროეკონომიკური გარემო და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და საფინანსო სექტორის მდგრადობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში წარმატებით ოპერირებენ თურქული ბანკები, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას ემსახურება. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი პოტენციური პროექტები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს

08.09.2026.15:38

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.  

აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას, ეკოსისტემისადმი ნდობის გაძლიერებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.

ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და რომლის შემუშავებისას გათვალისწინებულია ეკოსისტემის მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირიც, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებით მარეგულირებელ მოთხოვნებს ადგენს. 

წესში რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის ფარგლებში, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა საქმიანობის კონკრეტული ტიპის მიხედვით. კერძოდ: 

  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ან/და გადაცემის მომსახურების შემთხვევაში - არანაკლებ 150 000  ლარი;
  • სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების მომსახურების შემთხვევაში - არანაკლებ 350 000 ლარი;
  • ყველა სხვა მომსახურების შემთხვევაში (გარდა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზებისა) - არანაკლებ 250 000 ლარი.


სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების შემთხვევაში, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ საზედამხედველო კაპიტალი განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარის ოდენობით და იზრდება სარეზერვო აქტივების მოცულობის ზრდასთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პროვაიდერი ერთზე მეტი ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებს, ის ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურებებისთვის განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალიდან ყველაზე მაღალი ოდენობის კაპიტალი.

ამასთან, რეგისტრაციის და რეგულირების წესს დაემატა რისკების მართვის ჩარჩოს მარეგულირებელი მოთხოვნები,  რომლებიც მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოებას, საოპერაციო პროცესების  მართვისა და ბიზნეს უწყვეტობის გეგმას.

ასევე განისაზღვრა სარეგისტრაციო მოთხოვნები იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც გეგმავენ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების განხორციელებას. მათ შორის, მოთხოვნები კორპორაციულ მართვასთან, საზედამხედველო კაპიტალსა და შეთავაზების დოკუმენტთან მიმართებაში. 

განახლებული რეგისტრაციის და რეგულირების წესის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მკაფიოდ მიეთითება ვირტუალური აქტივის მომსახურების ის კონკრეტული სახეობა, რომლის განხორციელების უფლებაც მიენიჭა სუბიექტს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრის განახლებას თითოეული პროვაიდერის საქმიანობის სახეობის მითითებით.

ცვლილებით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს შესაბამისობისთვის დამატებითი დრო მიეცათ. კერძოდ, რისკების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის განისაზღვრა 2027 წლის 1 ივლისი, ხოლო მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის - 2027 წლის პირველი სექტემბერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა