მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დღეს საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი მრავალფეროვანი, კარგად რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებულია - ნათია თურნავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით გამართულ 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ნათია თურნავამ მიკროსაფინანსო ცენტრს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელ ქვეყნად საქართველოს არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიკროსაფინანსო სექტორი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სასიცოცხლო როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია. აღსანიშნავია, რომ სებ-მა წლების განმავლობაში შემოიღო კაპიტალის, ლიკვიდობისა და რისკების მართვის სტანდარტები, გაამკაცრა სესხების გამჭვირვალობის მოთხოვნები, დააწესა რეგულაციები ჭარბვალიანობის თავიდან ასაცილებლად, შედეგად, ქვეყანას მოქნილი და პასუხისმგებლიანი ფინანსური მოდელი აქვს.

„დღეს საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი მრავალფეროვანი, კარგად რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებულია. სექტორს ქვეყნის მასშტაბით თითქმის 400 მომსახურების პუნქტი აქვს, 400 000-ზე მეტი აქტიური მსესხებელი ჰყავს და თითქმის 2 მილიარდი ლარის აქტივებს მართავს. ის ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შეზღუდულია. საქართველოში მიკროსაფინანსო ინსტიტუტები მიკრო და მცირე მეწარმეების არა მხოლოდ კრედიტორები, არამედ პარტნიორები, ინკლუზიური ეკონომიკისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობნი არიან. სწორედ მათი მოქნილობა, ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მდგრად მოდელს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, რომელიც გეოპოლიტიკური რისკებით, კლიმატური სირთულეებით და ციფრული ტრანსფორმაციით ხასიათდება, მიკროსაფინანსო სექტორს არა მხოლოდ გამძლეობის, არამედ ეფექტური რეაგირების და ინკლუზიური ზრდის მხარდაჭერის პოტენციალი აქვს.

MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა - „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“. კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე როგორიცაა: ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. წლევანდელი კონფერენცია ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, MFC-ის კონფერენცია მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება 2 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა