მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საიუბილეო ღონისძიება SARAS-ის ხელმძღვანელმა დავით მჭედლიძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ SARAS-ის მიერ გასული ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური ანგარიშგების ხარისხი, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დღეს უკვე არა მხოლოდ ტექნიკური ან ფორმალური მოთხოვნა, არამედ ჯანსაღი ბიზნესგარემოს, ფინანსური სისტემის მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.

„ხარისხიანი და გამჭვირვალე ფინანსური ინფორმაცია ქმნის ნდობას. ნდობა კი აუცილებელია როგორც ინვესტორისთვის, ისე კრედიტორისთვის, ფინანსური ინსტიტუტისთვის, მარეგულირებლისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, SARAS-ის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკისთვისაც, რადგან ორივე ინსტიტუტის საერთო მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ფინანსური გადაწყვეტილებები ხარისხიან, სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციას ეფუძნება.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკისა და SARAS-ის თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება. მათ შორის, 2020 წელს უწყებებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითად ანგარიშგების ერთიანი პორტალი - Reportal.ge დაასახელა, რომლის მეშვეობითაც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს ანგარიშებისა და სხვა რეგულირებადი ინფორმაციის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გამოქვეყნების შესაძლებლობა მიეცათ.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოზე“ - BARTA-ზე. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს კომპანიებში ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც ხარისხიანი ანგარიშგება და გამჭვირვალობა თავად კომპანიის ღირებულებად იქცევა. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SARAS-ს შორის თანამშრომლობის სფერო მომავალ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდნენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და საბჭოს წევრები. მათ შორის, ჯილდო გადაეცა ეროვნული ბანკის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ანდრია მანელაშვილს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომისტის პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს - ნათია თურნავა

11.09.2026.11:58

ეკონომისტის პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს. მათ შორის, ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელთა ეფექტიანი მუშაობის შედეგად, გლობალური გამოწვევების ფონზე, დღეს ჩვენ ვამაყობთ მდგრადი საბანკო-საფინანსო სექტორითა და სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლებით.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ პროფესიულ დღეს იმ ღვაწლმოსილ ეკონომისტებს, რომლებმაც 1999 წლიდან საფუძველი ჩაუყარეს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის ტრადიციას. ასევე მათ, ვინც თავის დროზე მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და სწორედ მათი ფასდაუდებელი ძალისხმევის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო.

მინდა, ეს დღე მივულოცო აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებს, ვინც ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე ზრუნავს, ასევე - დარგის ექსპერტებსა და მკვლევარებს, მეცნიერ-ეკონომისტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში არიან.

მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო მიზანი გვამოძრავებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო ძლიერი, ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა