მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების მხარდაჭერასა და ინოვაციური გარემოს შექმნაში ეროვნული ბანკის როლზე ისაუბრა.
ნინო ჯელაძის თქმით, ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის ძირითადი მანდატის შენარჩუნებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ინოვაციების წახალისებისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინდახედული რეგულაციური ჩარჩოები შემოიღო ციფრული ბანკებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისთვის, რაც ფინტექ კომპანიებს ბაზარზე შესვლას საგრძნობლად უმარტივებს.

„საქართველოს ფინანსური ეკოსისტემა სწრაფად ვითარდება. ახალი ტიპის ინსტიტუციები, განსაკუთრებით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები, ახალ თავს წერენ ქვეყნის ფინანსურ ისტორიაში. დღეს ბაზარზე 33 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ოპერირებს. ვხედავთ ახალ ტრენდსაც, საერთაშორისო ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოში შემოდიან და ჰიბრიდულ მოდელებს ქმნიან, რომლებიც ტრადიციულ ფინანსებს ციფრულ აქტივებს უკავშირებენ. კომერციული ბანკების ინტერესიც იზრდება: ზოგიერთი უკვე გთავაზობს ვირტუალური აქტივის მომსახურებას, ზოგი კი ამისთვის ემზადება“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება სტაბილქოინების გამოშვების ახალ რეგულაციასაც დაეთმო. ნინო ჯელაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ აქამდე სტაბილქოინების გამოშვება საქართველოში არ რეგულირდებოდა, რაც ბაზრის მონაწილეებსა და მომხმარებლებს გაურკვევლობას უქმნიდა. ახალი ჩარჩო კი სიცხადეს, ნდობასა და მომხმარებლისთვის დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა, რომ სებ-ის ახალი რეგულაციის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რისკების მართვის სტანდარტების ამაღლება და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, რაც საქართველოში სტაბილქოინების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული ინიციატივები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ამავდროულად, უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცვას“, - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე და სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ერგეშიძე.

ალექსანდრე ხაზარაძემ თავის გამოსვლაში საბანკო სექტორის ზრდის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი საბანკო სისტემა ამ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა.

ალექსანდრე ერგეშიძემ კი ყურადღება გაამახვილა ოპერაციული რისკების ჩარჩოებსა და გაფართოებული რისკების მართვაზე. მისი თქმით, არსებული ჩარჩოები სწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გადადის მდგრადობაზე, როგორც ძირითად პრინციპზე და არა მხოლოდ შესაბამისობაზე. მისი თქმით, მომავალში წარმატება უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რეალურად მდგრადი ინსტიტუტების შექმნაზე - ისეთების, რომლებიც შეძლებენ წინასწარ განჭვრეტას, შთანთქმას და სწრაფად აღდგენას შეფერხებებისგან სულ უფრო კომპლექსურ ციფრულ ეკოსისტემაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

09.06.2026.09:04

9 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება

ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა