OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოს საპენსიო ფონდი რეალური ამონაგების მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს - ანა ნაჭყებია
OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოს საპენსიო ფონდი რეალური ამონაგების მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„OECD-იმ გამოაქვეყნა საპენსიო ფონდების სტატისტიკა 2025 წლის მომგებიანობის შესახებ. ეს სტატისტიკა მოიცავს, როგორც OECD-ის წევრ ქვეყნებს, ისე სხვა ქვეყნებსაც მათ შორის საქართველოსაც. აქ შედიან წამყვანი განვითარებული ქვეყნები როგორც ევროპიდან, ისე განვითარებული ქვეყნები ამერიკის, აზიის, აღმოსავლეთის. მათ შორის, საქართველოს სტატისტიკაც არის მოცემული და აჯამებს 2025 წელს, როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ამონაგებს ჩვენი ტიპის საპრესიო ფონდების. ჩვენ როგორც იცით სამი პორტფელი გვაქვს. ეს არის - დინამიკური, დაბალანსებული და კონსერვატიული, რომლებმაც 2025 წელს განსხვავებული მომგებიანობა აჩვენეს, როგორც რეალური, ისე ნომინალური და როდესაც შევადარეთ და OECD-იმ გამოაქვეყნა ეს მონაცემები, მეოთხე ადგილზე არის ჩვენი დინამიკური პორტფელი რეალური ამონაგებით. დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 2025 წელს შეადგინა 10,8% და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მოწინავე პოზიციებზე არიან მაგალითად პოლონეთი, ისრაელი, სადაც უფრო მეტი იყო აქციების წილი. ჩვენ როგორც იცით, დინამიკურ პორტფელში დაახლოებით 55% აქტივების არის ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში, დანარჩენი არის ადგილობრივ ბაზარზე და აქციების ბაზრისთვის კი 2025 წელი ძალიან პოზიტიური იყო და შესაბამისად ეს აისახა ამ ქვეყნების მომგებიანობაზე. ათეულში შედის ჩვენი დანარჩენი ორი პორტფელიც. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელი. მათი მომგებიანობა შედარებით დაბალი არის. მაგალითად, კონსერვატიული პორტფელის რეალური ამონაგები ინფლაციის გათვალისწინებით დაახლოებით 7% იყო. ამ მაჩვენებლითაც TOP 10-ში შევდივართ და ეს მართლაც საკმაოდ კარგი მიღწევა არის ჩვენი ბონდის და ჩვენი მონაწილეებისთვის“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.