მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171.9
0.012
flag
AZN 1.5441
-0.0006
flag
CNY 38.866
-0.003
flag
EUR 3.0239
0.0033
flag
GBP 3.5323
0.0015
flag
KZT 55.3
-0.0011
flag
TRY 0.0552
-0.0001
flag
USD 2.6249
-0.001
news banner

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავების პროცესში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილეს

news image
mbc image

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავების პროცესში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილეს. სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სივრცითი დეპარტამენტის, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტების, ონის მუნიციპალიტეტის მერისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ გეგმარების პროცესი გაითვალისწინებს და შეაჯერებს მთიან რეგიონში არსებულ ინტერესებს, ონის კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილების ფაქტორებს. ამასთან, გეგმა წარმოადგენს მდგრადი დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმებს.

პროექტს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს. კონსორციუმის ლიდერია იტალიური კომპანია “JV between Keios Srl”, მისი თანაპარტნიორი კი “CMC LLC” (საქართველო) ხოლო ქვეკონსულტანტი “Adapt 40” (დიდი ბრიტანეთი).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება

04.08.2026.13:34

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭის რეგიონში საგზაო, მუნიციპალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას, თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

,,პრემიერ-მინისტრთან ერთად, რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. ონის შესასვლელში, ცოტა ხნის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ მოვაწყვეთ ალტერნატიული გზა, რომლითაც დღეს უკვე სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა და სრულყოფილი რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ძირითადი გზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ასევე მოვინახულეთ მრავალძალის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები”-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ონის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი–მრავალძალის 9.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მაღალმთიანი სოფლების ხელმისაწვდომობა, გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

ინტენსიურად მიმდინარეობს მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებიც ქალაქ ონის შესასვლელთან, ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების პერიოდში ავტოტრანსპორტი სპეციალურად მოწყობილი შემოვლითი გზით უკვე გადაადგილდება, რაც მოსახლეობისა და ტრანზიტული მოძრაობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

,,ვესტუმრეთ ამბროლაურის კულტურის სახლსაც, სადაც პრემიერ-მინისტრს ახალი კულტურის სახლის პროექტი წარვუდგინეთ. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგამოფენო და მრავალფუნქციური კულტურული სივრცეების მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის კულტურულ ინფრასტრუქტურას”-აღნიშნა მინისტრმა.

რაჭაში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირებაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით გრძელდება ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება. პროექტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი. განახლებული კულტურის სახლი შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და თანამედროვე მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, სადაც განთავსდება თეატრალური, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეები.

ამბროლაურში ასევე მიმდინარეობს ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირება, რომლის დასრულებაც შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე პარკის მოწყობას საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონებით, ველო და საფეხმავლო ბილიკებით, ღია სცენებითა და პავილიონებით. ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. პარალელურად, ახალი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაპირდაცვითი და ნაპირსამაგრი ღონისძიებების პროექტირებას ახორციელებს, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებისა და პარკის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის საგზაო კავშირს, გაზრდის უსაფრთხოებას, შექმნის ახალ საზოგადოებრივ და კულტურულ სივრცეებს, გააძლიერებს ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე, ხარისხიანი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა