მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171.9
0.012
flag
AZN 1.5441
-0.0006
flag
CNY 38.866
-0.003
flag
EUR 3.0239
0.0033
flag
GBP 3.5323
0.0015
flag
KZT 55.3
-0.0011
flag
TRY 0.0552
-0.0001
flag
USD 2.6249
-0.001
news banner

ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

შქმერი-მრავალძალის გზის რეაბილიტაცია რაჭის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მაღალმთიან რელიეფზე მდებარე შქმერი და მრავალძალი გამოირჩევა როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე ტურისტული მნიშვნელობით. ორივე სოფელში განთავსებულია უძველესი ეკლესიები, ხოლო სოფელ შქმერში მდებარეობს კანიონი, კარსტული მღვიმე და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყოველწლიურად უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს.

არსებული ხრეშოვანი გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. მშრალ ამინდში გზაზე მაღალია დამტვერიანება, ხოლო ნალექიან პერიოდში გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილებას. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო სრულად ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.
სამუშაოების ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

04.08.2026.12:50

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

შქმერი-მრავალძალის გზის რეაბილიტაცია რაჭის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მაღალმთიან რელიეფზე მდებარე შქმერი და მრავალძალი გამოირჩევა როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე ტურისტული მნიშვნელობით. ორივე სოფელში განთავსებულია უძველესი ეკლესიები, ხოლო სოფელ შქმერში მდებარეობს კანიონი, კარსტული მღვიმე და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყოველწლიურად უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს.

არსებული ხრეშოვანი გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. მშრალ ამინდში გზაზე მაღალია დამტვერიანება, ხოლო ნალექიან პერიოდში გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილებას. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო სრულად ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.
სამუშაოების ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა