„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვას გამართავს
„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ. „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვას გამართავს. „ორბი ჯგუფი“ 2026 წლის 28 მარტს, 14:00 საათზე, ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვას გამართავს.
განხილვაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები და პროექტის არქიტექტორები უპასუხებენ ყველა დასმულ კითხვას.
შეხვედრა გაიმართება ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში”, - წერს ორბი.
სხვა სიახლეები
წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით - დავით სონღულაშვილი
09.10.2026.11:22
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
„წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი გვექნება, ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანთან ასოცირებული. გასულ წლებში, რაც მეტ ყურძენს მოიყვანდა მევენახე, მეტ შემოსავალს იღებდა და მას არ ჰქონდა ინტერესი, ეწარმოებინა ხარისხიანი ყურძენი. არ შეიძლება, რომ ქართული ღვინო გათვლილი იყოს რაოდენობაზე და ეს თითოეულმა მევენახემ და მეღვინემ არაჩვეულებრივად იცის. მეღვინეობის დარგის რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - ვაწარმოოთ ხარისხიანი ყურძენი, რომლის საზომიც არის შაქრიანობა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.
მისი განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს.
„კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 206 ათას ტონას გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი და ღვინის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით. ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნის გარეშე - ხარისხიანი ღვინო იბადება ვენახში. სწორედ ამას ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების სისტემის დანერგვა, რაც მევენახეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ ყურძნის ხარისხზე“, - აღნიშნა მინისტრმა.