მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ორი წლის განმავლობაში შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია განხორციელდება უფასოდ - დეტალები

news image
mbc image

უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირების მიზნით, სახელმწიფო შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის ახალ რეგულაციებს ამზადებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა განაცხადა, ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემდეგ მეპატრონეებს სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულებაც ექნებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცხოველი გამრავლებისთვის გამოიყენება.

„მოდით ვიმსჯელოთ კონკრეტულ მაგალითებზე - მეპატრონეს ჰყავს ცხოველი, მას კონკრეტული, ვთქვათ, საკუთარი სურვილიდან გამომდინარე ჰყავს, თუმცა არ ფიქრობს მის გამრავლებაზე, არა აქვს განსაზღვრული თუ რას უზამს იმ ლეკვებს და ნუ ფაქტი დადგა. ამ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით ისეთი მეტისის ცხოველების, ანუ შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში, რომელთა გაჩუქებაც თუ რეალიზაციაც პრობლემაა. ამ შემთხვევაში ჩნდება ძალიან დიდი კითხვა: რა უყოს ამ ცხოველებს? ჰყავს ერთი ძაღლი, უნდოდა მას მხოლოდ ერთი ძაღლი პირობითად და ეხლა უცბად ჰყავს კიდევ ექვსი ლეკვი.  რომ არ დადგეს ის მომენტი, როდესაც ვიცით ჩვენ არაერთი შემთხვევები, როდესაც, რა ვიცი, ტომარაში ჩაყრილი ლეკვები უნახავთ ნაგავსაყრელი იქნება ეს თუ ქუჩაში თუ, რა ვიცი, კიდევ უარესი მდინარეში და ასე შემდეგ. ან უბრალოდ გამოუშვათ გარეთ და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავიდან მოუშორებიათ. სწორედ ამის საფუძველი იქნება პატრონის სტატუსის განსაზღვრა, შესაბამისად ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, რომელიც სავალდებულო შემოდის ეტაპობრივად, რის შემდეგადაც უკვე სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულება. ანუ შესაბამისად მეპატრონე, რომელსაც მას მფლობელობაში ეყოლება ამ შემთხვევაში ცხოველი, ის ვალდებული იქნება, რომ ამ ცხოველს ჩაუტაროს სტერილიზაცია-კასტრაცია იმ შემთხვევაში, იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს არის აღწარმოებისთვის, ანუ ჯიშიანი ცხოველი გამრავლებისთვის, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის და ასე შემდეგ. ეს ასე და ისე ისევ და ისევ მსოფლიო პრაქტიკა არის, ანუ ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემა აღარ დგას რეალურად, სწორედ აი ამ ნაბიჯებით მიაღწიეს, როდესაც პატრონს განუსაზღვრეს: შენ რისთვის გყავს ეს ცხოველი? თუ ცხოველი გყავს კონკრეტული მიზნისთვის, რომ ეს დავუშვათ გამოფენებში მიიღოს მონაწილეობა და ამის ჯიშის მახასიათებელი აძლევს საშუალებას - კი ბატონო, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არის იმ სტერილიზაცია-კასტრაციის, ვთქვათ, გამონაკლისი. ან მომშენებელი,  ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი, რომელიც სპეციალურად მოაშენებს ამ ცხოველებს, შექმნის შესაბამის გარემოს და ასეთი ცხოველების... ანუ ჩვენი მიზანია, რომ როგორც სარეალიზაციო, ასევე განსაკუთრებით გასაჩუქებელი ან გარეთ „გამოსაგდები“ ცხოველების რაოდენობა შევამციროთ, იმიტომ რომ დანარჩენი ცხოველები უკვე „იშვილონ“ სხვებმა, რომლებმაც დღეს ვერ ერევიან უბრალოდ იმ რაოდენობას, რომელიც არის ჰიპერპოპულაციიდან გამომდინარე. სწორედ ამისი კონტროლი იქნება, თუ რამდენად ეს პატრონიანი ცხოველი არის სტერილიზებული, კასტრირებული (სქესიდან გამომდინარე) და უპირველეს ყოვლისა რამდენად არის იდენტიფიცირებული“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

ირკვევა, რომ საქართველოში შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა წელს დაიწყება. პირველი ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ცხოველების მიკროჩიპირება უფასოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

„ვინაიდან დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ დავეხმაროთ მეპატრონეებს და შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი მდგომარეობა ნორმატიულ აქტთან, ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლიდან და იქნება სამწლიანი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს პირველი ორი წლის განმავლობაში მასიურად ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უფასოდ.

ცოფის ვაქცინაციის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით მოხდება ცხოველების მიკროჩიპირება. შესაბამისად ეს იქნება უფასო, ანუ მეპატრონეს ამ ეტაპზე აქ აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ამ მომენტით და უფასოდ მიიღოს მომსახურება, რაც რეალურად მისი ვალდებულება არის. ამის შემდგომ უკვე ამასთან ერთად, როდესაც სტერილიზაცია-კასტრაცია ამოქმედდება, უკვე ცხოველების პოპულაციის შემცირების ფონზე ეს პრობლემაც ნაკლებად იქნება. თუმცა ეს ვალდებულება, რა თქმა უნდა, დარჩება და შემდგომ წლებშიც მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ მისი ცხოველი - აიყვანს იქნება ამ შემთხვევაში თუ აღწარმოების შედეგად მიიღებს იყოს იდენტიფიცირებული. და აქ შემოდის მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის, რომ ეს პროცესი წარმატებულად განხორციელდეს - ერთის ხელით, რომ ჩვენ ვეხმარებით ამ პროცესს უფასოდ, მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული შეზღუდვები წესდება სწორედ იმ მიზნით, რომ ვუბიძგოთ მეპატრონე, რომ მოექცეს იმ საკანონმდებლო ჩარჩოებში. მათ შორის, მაგალითად, კლინიკებში, გრუმინგ-სალონებში და ასე შემდეგ მომსახურების მიღება. რა თქმა უნდა, გადაუდებელი მომსახურება კლინიკების შემთხვევაში არ განიხილება, მაგრამ კლინიკებს ექნებათ ვალდებულება მიმდინარე წლიდან, რომ მისული ცხოველი, რომელსაც უნდა ჩაუტარონ გარკვეული მანიპულაცია, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ არ არის, მათ უნდა მოახდინონ ჯერ იდენტიფიცირება და შემდგომ უკვე ჩაუტარონ მანიპულაცია. გამონაკლისი იქნება გადაუდებელი შემთხვევები“, - აცხადებს ლაშა ავალიანი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა