მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ოთარ შამუგია კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დირექტორს თომას ერიქსონს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დირექტორს, თომას ერიქსონს შეხვდა.

ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF) თანამშრომლობა და ის პროექტები, რომელიც საქართველოში ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებების შერბილებას, ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას და ტყის  მდგრად მართვას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მიზნად ისახავს საიმედო ინფორმაციის  მოპოვებას საფრთხეებისა და კლიმატის  რისკების შესახებ და რომელიც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. GCF-ის მხარდაჭერით, ჩვენ დავამონტაჟეთ ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური აღჭურვილობა და მეწყრულ უბნებზე დავიწყეთ მონიტორინგი; ასევე, დავასრულეთ ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკების შედგენა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმით,  GCF-ის მიერ მიწის აღდგენის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით მხარდაჭერილი პროგრამები პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს სოფლის თემებს და მათ შეცვლილ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციაში დაეხმარება.

ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მნიშვნელოვნად ზრდის გარემოს დაცვის პროექტების მიმართულებით; ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომ უფრო ქმედითი გახდეს იმ ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებების შერბილებას.

თომას ერიქსონმა საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და მინისტრის მიერ დასმული აქცენტები დადებითად შეაფასა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა