მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხი იყო დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა არასდროს დამარცხდება - ბექა დავითულიანი

news image
mbc image

გასული კვირა ერთის მხრივ დიდი ტრაგედიის კვირა იყო, ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა პატრიარქმა და მეორეს მხრივ იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ სწორად განვლილი ცხოვრების გზა რამხელა შედეგს იძლევა და როგორ აფასებს ამას ქართული საზოგადოება, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მან ქართველ ხალხს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ პატრიარქის ბოლო გზაზე გასაცილებლად მისული ზღვა ხალხი იყო ნათელი მაგალითი სიყვარულზე სიყვარულით პასუხისა. 

„უწმინდესის და უნეტარესის განვლილმა ცხოვრების გზამ დაგვიტოვა სიყვარულის ძალიან დიდი მაგალითი. ეს იყო მაგალითი იმისა, რომ თუ გვექნება ერთმანეთის მიმართ სიყვარული და სამშობლოს მიმართ ისეთი სიყვარული, როგორი მაგალითიც მან მოგვცა, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხი იყო დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა არასდროს დამარცხდება, ყოველთვის ექნება თავისი ფესვი და ყოველთვის ეყოლება თავისი მორალური ავტორიტეტი. უწმინდესის ლოცვა გაგრძელდება მის სულიერ შვილებში, მის ნათლულებში და დარწმუნებული ვარ, იქიდანაც ილოცებს ჩვენთვის“- განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 15 ნოემბერს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპს ჩაატარებს

11.11.2026.14:35

15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. ინფორმაციას საქართელოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.

„საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა