მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

პირველი წლის იუბილე და 60 000 ლარიანი საპრიზო ფონდი - KUS TBA PADEL-მა მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლა

news image
mbc image

KUS TBA PADEL-მა 2-8 ოქტომბერს საიუბილეო ტურნირს - KUS TBA PADEL OPEN-ს (KTP OPEN) უმასპინძლა. შეჯიბრება კლუბის დაარსებიდან ერთი წლის იუბილეს მიეძღვნა, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენდა. ტურნირი სამ კატეგორიაში გაიმართა და მასში სამოყვარულო და პროფესიონალი მოთამაშეები მონაწილეობდნენ.

ექვსდღიანი ღონისძიების ფარგლებში, პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, კუს ტბა-ზე სხვადასხვა აქტივობა და შეთავაზება მოეწყო. 

პარტნიორებმა ტურნირის მონაწილეებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზეს, რაც ღონისძიების მასშტაბსა და მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა.

KTP OPEN-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პადელის პოპულარიზაცია და სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა იყო. ამასთან, ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანი იყო პადელის გარშემო აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანების სპორტში ჩართვა და კუს ტბის, როგორც სპორტული და რეკრეაციული სივრცის, კიდევ უფრო გააქტიურება.

ტურნირი კლუბისთვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა და საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას, რომელიც ორგანიზატორების ხედვით, ყოველწლიურ ტრადიციად უნდა იქცეს და მომავალში უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

13.10.2026.16:43

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფლაციურ პროცესებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წლის პირველ რვა თვეში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის საგარეო სექტორის დივერსიფიკაციაზე, ექსპორტის ზრდასა და საფინანსო სისტემის მდგრადობაზე.

საუბარი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას ინფლაციაზე, სასაქონლო ფასებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ინფლაციური რისკების მართვისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის განმტკიცების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის საგარეო შოკების მიმართ მედეგობის საკითხები.

თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა