მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

news image

კინოდაჯილდოება „ელისო წელს მეორედ იმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს 14 ივნისს, ექვს კატეგორიაში დაასახელებს.

„ელისოს“ დაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და  სიტროენი. მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელი და ვაზისუბნის მამული. 

წელს, „ელისოს“ შთამბეჭდავი  ჟიური ჰყავს, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას:

კარლოს რეიგადასი - მექსიკელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი. 2025 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

აგნეშკა ჰოლანდი - პოლონელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. 
2020–2024 წლებში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და 2023 წელს, ვენეციის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი. 

სალომე კიკალეიშვილი
 - კინოკრიტიკოსი/ჟურნალისტი. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის - ფიპრესის (FIPRESCI) წევრი. ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს - ევროპული აღმოჩენა ‘’Prix Fipresci’’ კომისიის წევრი.

ელენე ნავერიანი - რეჟისორი/სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის - „შაშვი შაშვი მაყვალი. 2024 წლის „ელისოს“ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული.

ტომას ჰაკიმი - პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი. 
2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი.

ანგელიკი პაპულია - ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი. 

დიტო ცინცაძე - რეჟისორი/სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის,  სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარის და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი. 

შეგახსენებთ, რომ პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით

11.05.2026.19:47

აქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის ისტორიულ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს ამ მოვლენის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს უწმინდესსა და უნეტარეს შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და უსურვებს მას მხნეობასა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ასპარეზზე.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ქვეყნის უმთავრეს სულიერ და კულტურულ ინსტიტუტს, უდიდესი როლი ენიჭება სახელმწიფოებრივი მედეგობისა და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პროცესში. ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეკლესიის წინამძღოლობის ახალი ეტაპი გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ქვეყანაში მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გარემოს შენარჩუნებაში, რაც ნებისმიერი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ბიზნეს სექტორისთვის ეკლესია ყოველთვის იყო და რჩება ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული ერთიანობის უმნიშვნელოვანეს გარანტად.

ინსტიტუციური მდგრადობა და ეკლესიის მტკიცე წინამძღოლობა წარმოადგენს იმ მყარ საყრდენს, რომელზეც დგას ქვეყნის ერთობა. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება ქართული სახელმწიფოებრიობის უწყვეტობა და ერთგულება იმ ფასეულობებისადმი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა საქართველოს თვითმყოფადობას. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე, ეკლესიის როლი საზოგადოებრივი წონასწორობის შენარჩუნებაში შეუფასებელია, რაც აისახება ქვეყნის საერთო კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს" - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა