პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სამომავლო კარიერული ზრდისთვის - ლევან ჟორჟოლიანი
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც მათ, სამომავლოდ, კარიერულ ზრდაში დაეხმარება.
„მნიშვნელოვანია ეს პროგრამა ზოგადად სტუდენტებისთვის - მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვისა და მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისათვის, ვინაიდან ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ ან მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში, შეუძლიათ, რომ უკვე გამოიყენონ პრაქტიკაში და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სამომავლო კარიერული ზრდისთვის,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება
03.09.2026.10:49
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები აშენდება დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.
პროექტების ფარგლებში, ხუთივე მუნიციპალიტეტში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და საჭირო სათავსოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.