პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა საჯარო სამსახურებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე ახალგაზრდების მომავალზე ზრუნვაა - თინათინ ნიბლოშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ეხება, კიდევ ერთი დასტურია ახალგაზრდების მომავალზე, მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისა ,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, ეს პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ახალი გამოცდილება და გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები.
„პროგრამა მოიცავს ცენტრალურ უწყებებს, სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და საჯარო სტრუქტურებს. დღეისათვის სამი ათასზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ამ პროცესში ჩართულია თბილისის საკრებულოც. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრმა მსურველმა მოგვმართა და შეავსო განაცხადი. ახალგაზრდების ეს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ოქტომბრის თვიდან მუშაობას მათთან ერთად შევუდგებით“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა და ახალგაზრდებს წარმატება უსურვა.
დღესვე, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე წარჩინებული სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით მერიის ინიციატივასაც გამოეხმაურა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღევანდელ სხდომაზე მხარს დავუჭერთ სემესტრული დაფინანსების გაზრდა იქნება და 526 ლარის ნაცვლად ახალგაზრდები ამ სემესტრიდანთბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 1000 ლარამდე გაზრდილ, წამახალისებელ თანხას მიიღებენ“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით - გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი
18.09.2026.17:46
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოჰაბში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. ტექნოჰაბში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ სტარტაპებთან.
„ამ შეხვედრამ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სტარტაპებს შესაფერისი მონაწილეებისა და უნივერსიტეტების მოზიდვით, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ჩვენი მთლიანი ქსელიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ამ სტარტაპების ცნობადობის ამაღლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანმა.
ამასთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა ხაზი გაუსვა, რომ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, სტარტაპებს მიეცეთ ახალი კონტაქტებისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობა იმ ქსელის მეშვეობით, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO) უკვე გააჩნია.
„ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ამ სამიტის სამზადისის პროცესში, რომელსაც პირადად დიდი ინტერესით ველოდები“, - აღნიშნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.