მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ 3 გამარჯვებული 5 ოქტომბერს დაჯილდოვდება - ლიბერთი განათლების მხარდამჭერია

news image
mbc image

4 სექტემბერს, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ფარგლებში კონფერენცია გაიმართა, სადაც პრემიის ფინალისტებმა კონკურსის ჟიურის და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრებს თავიანთი პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიციირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერია ლიბერთი.

ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან ბანკი განათლების სფეროს ხელშემწყობი გახდა და ამ სტრატეგიის ფარგლებში ლიბერთის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა. 

„2022 წლიდან ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება გახდა განათლების ხელშეწყობა და აი ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროექტს განათლების მიმართულებით. ვეფხისტყაოსნის თემასთან დაკავშირებით ჩვენ პროექტების განხორციელება დავიწყეთ ცაგერის ეროვნულ მუზეუმთან ერთად. ეს გახლდათ 6 უნიკალური ლექცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ლიბერთის youtube-ს არხზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს და მოისმინოს ლექციები. ამ თემით ჩვენ უკვე შემდგომ გავხდით არაჩვეულებრივი პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ერთ-ერთ ერთი მთავარი პარტნიორი. ვფიქრობთ, რომ ესეც არის უნიკალური პროექტი, რადგანაც მასწავლებლები არიან ის ადამიანები ვისაც შეუძლია ეს ნაწარმოები მიიტანოს მოსწავლეებამდე. პროექტი რა თქმა უნდა არ არის ერთჯერადი, იმიტომ, რომ თემის გაშლას ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე სკოლებში გაქვს სამაგიდო თამაშების პროექტი და სამომავლოდ კიდევ ბევრ სხვა პროექტში ჩავერთვებით“, - აცხადებს ტაპი ზაქარიაძე.

მისივე განმარტებით, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში უკვე შერჩეულია 10 ფინალისტი, საიდანაც საბოლოოდ ჟიური 3 საუკეთესო მასწავლებელს შეარჩევს, რომლებიც ასევე საუკეთესო და საინტერესო მეთოდით ასწავლიან ვეფხისტყაოსანს.

„ლიბერთის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ხორციელდება ლიბერთის ბანკის მხარდაჭერით მოიცავს 3 მასწავლებლის გამოვლენას, რომლებიც საუკეთესო და საინტერესო მეთოდით ასწავლიან მოსწავლეებს ვეფხისტყაოსანს. უკვე შერჩეულია 10 ფინალისტი მასწავლებელი, რომლებსაც ჟიურის წინაშე წარადგინეს ძალიან საინტერესო პროექტები და 5 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების დღეს, ასევე გამოვლინდება სამი მასწავლებელი, რომელიც გახდება „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ პრემიის მფლობელი“, - განმარტავს ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე.

„ვეფხისტყაოსანი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგანძური და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს სკოლებში და ჩემი გამოცდილებითაც, არასწორად იყენებენ. ამ კონკურსის მიზანია, რომ ერთის მხრივ ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი პოპულარიზება და მეორე მხრივ, საინტერესო მასწავლებლების საშუალებით კარგი პრაქტიკების გამოვლენა. ჩვენება საზოგადოებისთვის, როგორ შეიძლება ვეფხისტყაოსანი ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს ისე, რომ შევაყვაროთ მათ ეს მნიშვნელოვანი რესურსი“, - ამბობს განათლების კოალიციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია.

„მიმაჩნია, რომ ასეთი პროექტის არსებობას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ ეს არის ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია მასწავლებლებისთვის, რომ მათ ვეფხისტყაოსნის გარშემო მრავალფეროვანი მეთოდებით იმუშაონ. შესაბამისად მოსწავლეებისთვისაც უფრო საყვარელი და ნაცნობი გახდეს ტექსტი. მეორე მხრივ ძალიან საინტერესოა პედაგოგიური თვალსაზრისით, არამხოლოდ ვეფხისტყაოსნის ჭრილში არამედ როგორც პედაგოგებისთვის ახალი მეთოდების აღმოჩენა, ახალი მიდგომების აღმოჩენა, ყველაფრის ერთმანეთისთვის გაზიარება. რაც მთლიანობაში საქართველოში საგანმანათლებლო პროცესს და განათლების სფეროს უფრო მეტად წინ წევს“, - აღნიშნავს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ჟიურის წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
 

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები არიან:

  • მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე შვანგირაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარეხი მერკვილაძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მარიამ მჭედლიძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • თინათინ გიორგაძე, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე ქუთათელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის ,,დავითიანი – მარინა გორშკოვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე წიკლაური, თბილისის N147 საჯარო სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარიამ ღვინჯილია, რუსთავის N21 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი’

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და საჩუქრებს მიიღებენ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა