პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი დაიწყო
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IT მიმართულებით მომუშავე მასწავლებლებს, კერძოდ, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, ქსელის ადმინისტრირების, ვებ-ტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პედაგოგებს.
კანდიდატების შერჩევა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის შედეგების ანალიზისა და მათი რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე განხორციელდება. სპეციალური კომისიის მიერ 50 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი შეირჩევა, რომლებიც საქართველოში ტრენინგს თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ გაივლიან.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, 15 საუკეთესო მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობის შემდეგ, თითოეული მასწავლებელი ვალდებული იქნება მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროს.
კონკურსისთვის, კანდიდატმა, 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე https://forms.office.com/e/d6r86YC9Q6.
დაინტერესებულ პირებს, კონკურსის შესახებ სრულ ინფორმაციას, შეუძლიათ გაეცნონ შემდეგ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=659724
პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების გზით.
2024 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ვიზიტებში 55 მასწავლებელი ჩაერთო, რომლებმაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ დონეზე კოლეგებსაც გაუზიარეს, რეპლიკაციების აქტივობებში საქართველოს მასშტაბით 700-მდე მასწავლებელი ჩაერთო.
სხვა სიახლეები
მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები - სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება | ლევან ჟორჟოლიანი
06.10.2026.12:01