მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „სფერო ინვესტის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

news image
mbc image

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, იურიდიული პირის (შპს „სფერო ჰოლდინგი“/„სფერო ინვესტი“) წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირი წარმოადგენდა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს. 

„აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდნენ და გივი წულეისკირთან თანამშრომლობდნენ გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი. ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, შპს „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - „სფერო ინვესტი“. ორგანიზაციაში დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ახორციელებდნენ ერთობლივად. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული თაღლითური მიზნის მისაღწევად, ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს, მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა სოფიკო პეტრიაშვილიც.

გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა, მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.

გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა ზემოაღნიშნული ხერხით, ოთხასორმოცდაათ მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და ოცდაცხრა მილიონზე მეტ (29 073 000) ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააკავეს სოფიკო პეტრიაშვილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარედგინათ და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი მურუსიძე საზღვარგარეთ დააკავეს, როგორც ძებნილი პირი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულების მიერ მოტყუებული სხვა პირების დადგენის მიზნით. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „მთის ტრასების სააგენტო“ ახალ პრემიუმ აბონემენტს წარადგენს

13.11.2026.16:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს პრემიუმ სკიპასს სთავაზობს. მისი მფლობელები მთელი სასრიალო სეზონის განმავლობაში ოთხივე კურორტის საბაგიროებით ისარგებლებენ, გუდაურში კი „პირველის“, „სოლიკოს“, „გუდაურასა“ და „ახალი გუდაურას“ საბაგიროებზე მათთვის Fast Track სერვისი - დამოუკიდებელი შესასვლელები ულიმიტოდ იქნება ხელმისაწვდომი.

20 ნოემბრიდან mta.ski-ზე, MTA-სა და Visa-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ახალი სეზონური მულტისკი აბონემენტები გაიყიდება, რომელთა შეძენისას მომხმარებლები პრემიუმ აბონემენტს მიიღებენ.

ზამთრის სეზონიდან აბონემენტების განახლებული ტარიფები ამოქმედდება. საფასო პოლიტიკა კურორტების მდგრად განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და სრიალის შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის განსხვავებული ტარიფებია გათვალისწინებული, ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი პირობები. რაც შეეხება სპორტული სკოლების აღსაზრდელებს, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე მათთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი ტარიფი ბავშვთა ერთდღიანი აბონემენტის სტანდარტულ ფასთან შედარებით.

ფასებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება mta.ski-სა და ,,ემ თი ეი“-ს ოფიციალურ სოციალურ არხებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა