მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

news image
mbc image

ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.

საპროექტო ტერიტორია გარდაბნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს მოიცავს. განაშენიანების გეგმას შპს „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული დავალების საფუძველზე ამუშავებს. ამ ეტაპზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის დოკუმენტაციას სააგენტო განიხილავს.

წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარებას. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს დაეთმობა, ხოლო დასახლების ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება.

კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა მულტიდისციპლინური კვლევები, რომლებიც მოიცავდა ტერიტორიის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების, ბიომრავალფეროვნების, ფლორისა და ფაუნის, კულტურული მემკვიდრეობისა და სატრანსპორტო ზემოქმედების შეფასებას. დოკუმენტი აერთიანებს განვითარების ხედვასა და სტრატეგიას, ფუნქციური ზონირების მიდგომებსა და ტერიტორიის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას.

საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს წერილი სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

26.11.2026.17:09

ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.

საპროექტო ტერიტორია გარდაბნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს მოიცავს. განაშენიანების გეგმას შპს „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული დავალების საფუძველზე ამუშავებს. ამ ეტაპზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის დოკუმენტაციას სააგენტო განიხილავს.

წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარებას. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს დაეთმობა, ხოლო დასახლების ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება.

კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა მულტიდისციპლინური კვლევები, რომლებიც მოიცავდა ტერიტორიის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების, ბიომრავალფეროვნების, ფლორისა და ფაუნის, კულტურული მემკვიდრეობისა და სატრანსპორტო ზემოქმედების შეფასებას. დოკუმენტი აერთიანებს განვითარების ხედვასა და სტრატეგიას, ფუნქციური ზონირების მიდგომებსა და ტერიტორიის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას.

საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს წერილი სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა