ქალები მეცნიერებაში - ქეთევან ომანაძის ისტორია
ხშირად გიზიარებთ წარმატებული ქართველების ისტორიებს, რომლებიც მეცნიერებისა და ბიზნესის მიჯნაზე პროფესიულად ვითარდებიან და ჩვენს ქვეყანაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ. დღეს სწორედ ასეთ ახალგაზრდა მეცნიერზე გიამბობთ: 2025 წელს ქეთევან ომანაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მოიპოვა გაიმარჯვება. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მისმა მულტიდისციპლინურმა ნაშრომმა უმაღლესი სამეცნიერო აღიარება მოიპოვა, რაც კლინიკური მედიცინისა და ბიზნესის სტრატეგიული მართვის გზაჯვარედინზე წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის ლოგიკური შედეგია.
ქეთევანმა 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. თუმცა, სისტემის სრულყოფილად მართვისა და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, მან განათლების მიღება ბიზნესის მიმართულებით გააგრძელა. 2014 წელს მან დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. აკადემიური ტრანსფორმაციის შემდეგი ეტაპი კი 2024 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვა და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხის მიღება გახდა.
მისი პროფესიული კარიერული პორტფოლიო გამოირჩევა მრავალფეროვნებით და თანაბარი წარმატებით მოიცავს როგორც კერძო სექტორს, ისე საგანმანათლებლო სივრცეს. ქეთევანი არის კომპანია „როსტვერკის“ ადმინისტრაციული დირექტორი. შექმნილმა პროცესმა სრულიად ახალი მასშტაბის პასუხისმგებლობა დააკისრა - სტრატეგიული დაგეგმარება, გუნდის ლიდერობა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, რაც პრაქტიკულ მენეჯმენტში მაღალი მასშტაბის პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ამასთანავე, მიღებულ სამეცნიერო აღიარებას მოჰყვა მისი აკადემიურ სივრცეში დამკვიდრება - დღეს ქეთევან ომანაძე უკვე კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. აღნიშნულ პოზიციაზე ის სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ მასალას, არამედ კერძო ბიზნესსა და მულტიდისციპლინურ კვლევებში დაგროვილ რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო და ასოცირებული პროფესორის სტატუსი ქეთევან ომანაძის მოღვაწეობის ლოგიკური, თუმცა თვისებრივად ახალი, მაღალი აკადემიური ეტაპია. მისი მიღწევები სცილდება ინდივიდუალური წარმატების ფარგლებს - ეს არის თვალსაჩინო მაგალითი და მოტივაცია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერებაში ქალთა აკადემიური პოტენციალის სრული რეალიზება და მათი ჩართულობის გაზრდა. მედიცინის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მულტიდისციპლინური კვლევების სინთეზით, ქეთევან ომანაძემ დაამტკიცა, რომ ინტელექტუალური რესურსისა და მიზანდასახულობის ერთობლიობას ახალი სტანდარტების შექმნა შეუძლია. მისი პროფესიული გზა შთამაგონებელი გზავნილია მომავალი თაობის მეცნიერ ქალთათვის, რომელთაც აქვთ ამბიცია, დაამსხვრიონ არსებული სტერეოტიპები, მართონ გლობალური პროცესები და საკუთარი სამეცნიერო მიღწევებით შექმნან ეპოქალური ცვლილებები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.