ქართული ღვინის წარდგენა ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში გაიმართა
საერთაშორისო ღვინის კონკურსის „Berliner Wine Trophy“ ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების, ჰორეკა სექტორის, სამეცნიერო წრეები წარმომადგენლებისა და ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები. აღნიშნული წარდგენის შემდეგ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „Berliner Wine Trophy“-ის საერთაშორისო ჟიურის 130 წევრს უმასპინძლა ბერლინის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალ ქალაქ ბერლინში გამართულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და სააგენტოს ღონისძიებათა ორგანიზების მენეჯერი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, უნიკალური მეღვინეობის ტრადიციებისა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების წარმოჩენა იყო პროფესიონალური აუდიტორიისთვის.
„Berliner Wine Trophy“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსია. იგი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებსა და დეგუსტატორებს, საერთაშორისო ჟიური შედგება ენოლოგების, სომელიეების, ღვინის და სპეციალისტებისა და ინდუსტრიის ექსპერტებისგან.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს მართავს
16.10.2026.13:16
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს მართავს.
Bank of America (BOFA) ორგანიზებული Small Talk სიმპოზიუმის ფარგლებში, დაინტერესებულ საინვესტიციო ბანკებს და აქტივების მმართველებს წარედგინათ საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მიმოხილვა და საშუალოვადიანი გეგმები.
საუბარი შეეხო საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ/ფისკალურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებს, საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს.
ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ICBC-ისა და Nomura-ს ხელმძღვანელ პირებთან და ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მ.შ. აზიური კაპიტალის ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ათვისების შესაძლებლობაზე.
აღინიშნა, რომ J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში, რომლის შემადგენლობაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები, ინვესტორთა ინტერესს, კიდევ უფრო გაზრდის.
საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.
შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.