მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ქართველი ახალგაზრდები სამხრეთ კორეაში რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატზე First Global Challenge მიიღებენ მონაწილეობას

news image
mbc image

თბილისისა და ქუათაისის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული გუნდი სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩეონში რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატზე First Global Challenge-ზე იასპარეზებს.

FIRST Global Challenge რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის - STEM-ის - გარშემო. FIRST Global ქმნის გარემოს, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთს, ქმნიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, სწავლობენ თანამშრომლობას და ერთად ეძებენ გზებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მთელ მსოფლიოს ეხება.

FIRST Global Challenge-ის წლევანდელ ჩემპიონატში მსოფლიოს 200-მდე სხვადასხვა ქვეყნის გუნდი მიიღებს.

2026 წლის ჩემპიონატის თემაა „Igniting Innovations“, რომელიც დაკავშირებულია ტყის ხანძრებისა და მათი შედეგების გამოწვევებთან. მსოფლიოს გუნდები ერთმანეთს არა მხოლოდ მოედანზე შეხვდებიან, არამედ იმუშავებენ ერთობლივ მიზნებზე, გაცვლიან გამოცდილებას და ერთმანეთისგან ისწავლიან. 

საქართველოს ეროვნული გუნდი ახალგაზრდა ქართველი ინოვატორებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არიან დაინტერესებული - რობოტიკით, პროგრამირებით, ინჟინერიით, ფიზიკით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით. გუნდის თითოეული წევრისთვის 2026 წლის FIRST Global Challenge კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მიღებული ცოდნა რეალურ პროექტში გამოიყენოს და საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაიტანოს რობოტიკის საერთაშორისო სცენაზე.

საქართველოს FIRST Global-ის ისტორია არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მოიცავს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2018 წლის FIRST Global Challenge მეხიკოში, სადაც საქართველოს გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა მონაწილე 180-ზე მეტ გუნდს შორის.

საქართველოს გუნდმა ასევე წარმატებით იასპარეზა 2019 წლის FIRST Global Challenge-ზე დუბაიში, რომლის თემა ოკეანეების დაბინძურებასა და გარემოს დაცვას უკავშირდებოდა, გუნდმა გაერთიანებული სამეფოსა და კატარის გუნდებთან ერთად ფინალისტთა ალიანსში მეორე ადგილი მოიპოვა.

2022 წელს საქართველოს გუნდმა International Enthusiasm Award-ის ბრინჯაოს მედალი მიიღო - ჯილდო, რომელსაც გუნდებს სხვა მონაწილეების მხარდაჭერისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გადასცემენ.

2025 წელს Team Georgia-მ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და Katherine Johnson Award for Engineering Documentation-ის ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რომელიც გუნდის საინჟინრო მუშაობისა და მისი დოკუმენტირების ხარისხს აფასებს. ასევე, გუნდმა ჯილდო მიიღო Social Media Challenge-შიც.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image უახლოეს პერიოდში დავასრულებთ სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგს - ირაკლი ლექვინაძე

05.10.2026.12:22

უახლოეს პერიოდში დავასრულებთ  სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგს , - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე მონიტორინგს დავხურავთ წლის ბოლომდე. ახლა 9 თვის მონაცემების მიხედვით შევხედავთ საწვავის ბაზრის ვითარებას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ფასები იზრდება გარე ბაზრებზე არასტაბილურობის გამო - არამარტო ფასების ზრდის, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში სრული გაურკვევლობის გამო. იმიტომ, რომ იმდენად, გაურკვევლად იცვლება ფასები, რომ ძნელია რაიმეს პროგნოზირება. თუმცა ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაკვირდებით და 9 თვის სურათსაც წარმოვადგენთ.

რასაც დავასრულებთ, ალბათ, უახლოეს პერიოდში იქნება სამედიცინო სერვისების ბაზარი. რამდენიმე ციფრს გავუსვამ ხაზს: 2025 წლის მდგომარეობით, ჯამში სამი წელი გვაქვს შესწავლილი, 13 000 სამედიცინო მომსახურების მიმართულებაა შესწავლილი ჩვენს მიერ. იდენტიფიცირებული გვაქვს, სად მოხდა ფასების ზრდა, რა ნაწილში და ასევე, სად არის მაღალი ფასნამატი.

დაახლოებით 300-მდე, 300-350 სერვისი გამოვკვეთეთ, სადაც შეიძლება ფასნამატი იყოს 100% და მეტი. შემდგომი ეტაპი იქნება, რომ შევხედოთ, რითი არის ეს საკითხი გამოწვეული.

ჯამში, ამ ბაზარზე მინდა გითხრათ, რომ კონცენტრაციის მაჩვენებელი დაბალია, კონკურენცია მაღალია და კლინიკებს შორის ძალიან აქტიური კონკურენციაა. ამას ჩვენს ანგარიშში ძალიან კარგად წარმოვადგენთ.

დავხურავთ ასევე პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგს. აქაც ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ბაზარზე, იდენტიფიცირებულია დომინანტი კომპანია და მაღალი ფასნამატი. რითი არის გამოწვეული, რომ, აი, ეგ სურათი გვქონდეს, და ალბათ რამდენიმე რეკომენდაციით შემოვიფარგლებით“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა