ქონების გადასახადის რეფორმა ნაწილი კომპანიების შემთხვევაში გვაქვს ჯერ კიდევ მიმდინარე ეტაპზე - გიორგი კაკაურიძე
დღეს, 4 სექტემბერს დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
,,ქონების გადასახადი საკმაოდ დიდი რეფორმაა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორად გავყოთ. ეს იმიტომ, რომ კომპანიების შემთხვევაში ცოტა უფრო სირთულეებთან არის, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა გარკვეულწილად კომპანიებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავდა, თავის კუთხითაც, რომ გამოუყენებელი მიწა ნაკლებად დაიტოვონ და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ. ცოტა მუნიციპალურ ჭრილში საკმაოდ დიდ პრობლემებს იწვევდა, ამიტომ ჩვენ ქონების გადასახადის ნაწილი კომპანიების შემთხვევაში გვაქვს ჯერ კიდევ მიმდინარე ეტაპზე რეფორმა, თუმცა უკვე ფიზიკური პირების შემთხვევაში ჩვენ კომიტეტთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან, და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში საბოლოო რედაქცია გვექნება და უკვე საზოგადოებას წარედგინება და პარლამენტის წინაშე განხილული იქნება. ეს საკითხი 2023 წელს დავიწყეთ, რეფორმაზე მუშაობა, მათ შორის ჩართული იყო სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები”, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23.10.2026.09:02
23 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
მესტიაში უნალექო დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ახალქალაქში ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +10 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 11 ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.