მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის ნაწილში ერთი კვირის განმავლობაში საბოლოო რედაქცია გვექნება და საზოგადოებას წარედგინება - გიორგი კაკაურიძე

news image
mbc image

დღეს, 4 სექტემბერს დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა  საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

,,ქონების გადასახადი საკმაოდ დიდი რეფორმაა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორად გავყოთ. ეს იმიტომ, რომ კომპანიების შემთხვევაში ცოტა უფრო სირთულეებთან არის, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა გარკვეულწილად კომპანიებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავდა, თავის კუთხითაც, რომ გამოუყენებელი მიწა ნაკლებად დაიტოვონ და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ. ცოტა მუნიციპალურ ჭრილში საკმაოდ დიდ პრობლემებს იწვევდა, ამიტომ ჩვენ ქონების გადასახადის ნაწილი კომპანიების შემთხვევაში გვაქვს ჯერ კიდევ მიმდინარე ეტაპზე რეფორმა, თუმცა უკვე ფიზიკური პირების შემთხვევაში ჩვენ კომიტეტთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან, და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში საბოლოო რედაქცია გვექნება და უკვე საზოგადოებას წარედგინება და პარლამენტის წინაშე განხილული იქნება. ეს საკითხი 2023 წელს დავიწყეთ, რეფორმაზე მუშაობა, მათ შორის ჩართული იყო სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები”, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23.10.2026.09:02

23 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

მესტიაში უნალექო დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ახალქალაქში ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +10 დაფიქსირდება.

ბორჯომში უნალექო დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 11 ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა