მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 4.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადიგენის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4.2 კმ-იანი (კმ95 - კმ99) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
პროექტით გათავლისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილებისა და კედლების, კიუვეტების, მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ღირებულება 5.7 მილიონი ლარია.
ბაღდათი-აბასთუმნის გზის მონაკვეთი რამდენიმე დასახლებას აკავშირებს (ბაღდათი, ნერგეეთი, წყალთაშუა, წაბლარისხევი, საირმე, აბასთუმანი), ხოლო აბასთუმანი-ბენარას მონაკვეთი აბასთუმანს, ვარხაანს, უნწასა და ბენარას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ხოლო საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 90-120 წუთით შემცირდება. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-მა თემებზე: „ინტერნეტი დასაქმებისთვის" და „AI წიგნიერება" საჩხერეში სემინარები ჩაატარა

12.06.2026.13:16

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებელს ტრენინგები ჩაუტარა. ბენეფიციარები ახალი მოდულებით: „ინტერნეტი დასაქმებისთვის" და „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება" გადამზადდნენ და ოთხსაათიანი სესიის ფარგლებში გაიარეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, შესაძლო გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას" ახალი მოდულები 2026 წლიდან, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დაემატა. აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან. ახალი მოდულებით საჩხერეში უკვე 6 ტრენინგი ჩატარდა და 120-მდე მონაწილე გადამზადდა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში კი, რომელიც ასევე ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ტრენინგებს მოიცავს, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს 5 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 14,000-მდე ბენეფიციარი გადამზადდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა