მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ 100%-ით დაფინანსებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს” მიერ - ეს არის უნიკალური მდგომარეობა, სადაც ქველმოქმედმა, მეცენატმა დააფუძნა არა კერძო უნივერსიტეტი, არამედ დააფუძნა და აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებელს | ნიკოლოზ ჩხეტიანი

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი „ქართუს“ უმნიშვნელოვანესი პროექტია - ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდის საქველმოქმედო პროექტების, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ისაუბრა. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ 100%ით დაფინანსებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს” მიერ. შესაბამისად ეს არის უნიკალური მდგომარეობა, სადაც ქველმოქმედმა, მეცენატმა არა კერძო უნივერსიტეტი დააფუძნა - ეგეთი მაგალითები უამრავია, არამედ დააფუძნა და აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებელს, რაც ვფიქრობ ძალიან კარგად ეხმაურება იმ განათლების რეფორმას, რაც დღეს ხორციელდება ქვეყანაში და ძალიან კარგად ჯდება ამ ერთიან კონცეფციაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი ტიპის პირველი კამპუსური უნივერსიტეტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს - სივრცე, რომელიც განათლებას, ტექნოლოგიებს, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციას აერთიანებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

14.07.2026.17:32

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა